საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა არ შეუწყვიტა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
19 სექტემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად.
„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", - ნათქვამი იყო პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ელოდება ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნეს.
ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე მოითხოვენ ნათია თურნავას გადადგომასსაქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებსბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:
- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.
ასევე ნახეთ ეროვნული ბანკის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა - ითვლება საბჭო ქმედითად?ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ასევე ნახეთ ბინები, მიწები, ეკლესია - რა ქონებას ფლობენ ფარცხალაძის ცოლი, შვილი და რა დარჩა მას? ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.
ასევე ნახეთ სანქცირებული ფარცხალაძის რუსული ბიზნესები და ბიზნესპარტნიორის მადლობა პუტინს