მსხვილი კომერციული ბანკების უმეტესობამ 20 სექტემბერს დაადასტურა, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში დარჩებოდნენ, მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის ბრძანებისა, რომ საერთაშორისო საფინანსო სანქციები, საქართველოს საბანკო სისტემაში არ უნდა გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე.
აშშ-ის სანქციების შესაბამისად, ქართულ კომერციულ ბანკებს, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების დღიდან, 14 სექტემბრიდანვე, უნდა შეეზღუდათ მისთვის ანგარიშებთან წვდომა და გადარიცხვები, თუკი ყოფილი პროკურორი მათი კლიენტი იყო.
ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძემ შვილს დაჩქარებული წესით აჩუქა ქონებაიმის გამო, რომ საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არასაჯარო, პერსონალური მონაცემებია, კომერციული ბანკები უარს ამბობდნენ, ეთქვათ, ჰქონდა თუ არა მათთან ანგარიში გახსნილი ყოფილ მთავარ პროკურორს.
ამასთან, ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია პირადი ნომრით.
ყოფილი მთავარი პროკურორის პირადი ნომერი ასახულია რამდენიმე საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტში, მათ შორის აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ ცნობაშიც.
სწორედ ამ ნომრის გამოყენებით გადაამოწმა რადიო თავისუფლებამ, სად იძებნებოდა ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები 20 სექტემბრისთვის.
დეტალურად აგიხსნით, როგორ:
- ნებისმიერ ქართულ ბანკში თანხის ონლაინ გადარიცხვის შემთხვევაში აუცილებელია, აპლიკაციაში პირმა შეიყვანოს ადრესატის პირადი, სატელეფონო ან საბანკო ანგარიშის ნომერი - ამის შემდეგ მოწყობილობის ეკრანზე ჩნდება მიმღების სახელი და გვარი ან შესაბამისი ინიციალები.
- აუცილებელი არ არის, ინფორმაციის მოძიების მსურველი თავად იყოს იმ ბანკის კლიენტი, რომელშიც არსებულ ანგარიშსაც ეძებს. ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში სასურველი პირის პირადი ნომრის (ზოგ შემთხვევაში დაბადების თარიღის) მითითების შემთხვევაშიც.
რადიო თავისუფლებამ ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშების აღწერილი გზით გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მისი მონაცემები 20 სექტემბერს 19:00 საათამდე, კვლავ იძებნებოდა "ლიბერთი ბანკსა" და "სილქ ბანკში".
დღის პირველ ნახევარში "საქართველოს ბანკში" იძებნებოდა ოთარ ფარცხალაძის უცხოური ვალუტების მიმდინარე ანგარიშები, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ ბანკინგით შეიზღუდა. მონაცემების გადამოწმება შეუძლებელი გახდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც. ამ საკითხზე ბანკში დამატებითი განმარტება არ გაკეთდა.
ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია 20 სექტემბერს არ იძებნებოდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, "თიბისიში".
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა, და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები:
ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას
- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება 40-ზე მეტ ვალუტასთან, მათ შორის - ევროსა და დოლართან.
ასევე ნახეთ ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთანეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს