სახელმწიფო უწყება იმ ხელშეკრულებებს განასაიდუმლოებს, რომლებიც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 2010-2012 წლებში მგზავრობას.
თავდაცვის სამინისტრო ამას "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უსწრებდა "TV პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ევროპაში ჩარტერული რეისით სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
ასევე ნახეთ თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს"საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია 14 მილიონ ლარამდე ხარჯზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.
რადიო თავისუფლება ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას თავდაცვის სამინისტროდან, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისიდან" და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსისგან.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
ასევე ნახეთ სტრატკომი უარყოფს "TV პირველის" ინფორმაციას პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით