შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
"დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილებას მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით. ქსენია ტრიჩევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ პერმიდანაა.
ასევე ნახეთ "ვეძებთ რაიმე მიმანიშნებელს: მაისურს, ქუდს ან ფეხსაცმელს"... - მოხალისე ჰყვება, რა მდგომარეობაა დამეწყრილ შოვშისტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. დილიდან მაშველებთან ერთად მოხალისეები მუშაობენ, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
ბოლო მონაცემებით [18:30 სთ], ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, ნაპოვნია 16 ცხედარი, ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება
იდენტიფიცირებულ 7 ცხედარს შორის ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი 12 დაღუპულიდან ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტია ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.