საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მხარდაჭერისთვის. მოსამართლეებსა და პრემიერ-მინისტრს შორის უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ქადაგიძემ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მხარდაჭერა გამოხატა იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც სანქციების დაწესების გამო აშშ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს.
"დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლებას.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - თქვა ნინო ქადაგიძემ.
ასევე ნახეთ უზენაესის თავმჯდომარე მოსამართლეთა სანქცირებაზე აშშ-სგან "შეცდომის აღიარებას" ელისშეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ საქმიანობაში ჩარევის შესახებ.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი. იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი...
[ზეწოლაზე] მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლითსანქციის გამოყენების გამო აშშ-ს მხრიდან ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.
"მთავარია, ქართველ საზოგადოებას გავაგებინოთ, დღეს რაც ხდება, არის პირდაპირ თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე და საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები, არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვის არის მისაღები, ბუნებრივია, მათი მხრიდან განხორციელებული იქნება ამდაგვარი ზეწოლა, როგორიც განხორციელდა ჩემზე..." - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ „ოჯახის წევრებიც“ - ვინ ვეღარ შევა აშშ-ში სანქციადადებული მოსამართლეების ოჯახებიდან?5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
ასევე ნახეთ ეს არის შანსი, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში - დეგნანი მოსამართლეების სანქციებზე