"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს რამდენიმე პოლიტიკოსი. ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდნენ.
ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილი: ენმ ღია იქნება ყველა ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო აკაკი მინაშვილმა, რომელიც ამ პარტიის წევრი იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს.
"პარტიიდან არ მივდივარ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდი და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შესრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში", - უთხრა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს.
იმის მიუხედავად, რომ არ იზიარებს ახალარჩეული თავმჯდომარის კურსს, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არც პარტიის ძველი სახე ნუგზარ წიკლაური აპირებს.
"ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. ვრჩები პარტიაში. არ ვეთანხმები ახალი არჩეული მმართველის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით", - ამბობს წიკლაური.
თანამდებობებს ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია, რომელიც დიდი ხანია პარტიაშია:
"რა თქმა უნდა, პარტიაში ვრჩები. იმ პარტიაში, რომელშიც მოვედი 2004 წელს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტია, ვუსურვებ გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებას".
პარტიის საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემ.
"არავინ არ მინდა ეს ბოიკოტად ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია დღეს "ქართული ოცნება", - თქვა მან.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ანა გოგოლაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული განვითარების მდივანი იყო, ასევე ტოვებს პარტიულ თანამდებობას.
"ვიყავი ნიკა მელიას აქტიური მხარდამჭერი და მისი გუნდის წევრი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების მსგავსად, დავტოვო შიდაპარტიული პოზიცია და გამარჯვებულ თავმჯდომარეს და მის გუნდს მივცე შესაძლებლობა, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა პარტიის აღმასრულებელი რგოლის დაკომპლექტებაზე", - ამბობს ანა გოგოლაძე.
განახლება
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კობა ნაყოფიამ დატოვა პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია.
„ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, მანამდე ვრჩები პარტიაში, ეს გარდაუვალია და არც განიხილება. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის“, - განაცხადა „მთავარი არხის" ეთერში ნაყოფიამ.
ასევე ნახეთ კობა ნაყოფია: ალბათ, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში ასევე ნახეთ გიორგი კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩებადღეს, 30 იანვარს, დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც. მან თანამდებობის შესანარჩუნებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ასევე ნახეთ ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში ასევე ნახეთ "ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე" - ნონა მამულაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს ასევე ნახეთ გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცაარჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოზიცია გააცნო გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის დედამ.
"არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. ახლა ასეთი პოზიცია აქვს - დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ დიდ წარმატებებსო. დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, ძალა ერთობაშია და საუბარი არ იყოს დაშლაზე", - თქვა გიული ალასანიამ.
ასევე ნახეთ ალასანია სააკაშვილზე: მისი სურვილია, საუბარი არ იყოს [პარტიის] დაშლაზე