"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს, ამასთან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ არჩვენების შედეგები არ აძლევს იმედს, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროცესი დაიწყება. „დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, - წერს ნონა მამულაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
- ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%);
- გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
- ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).
პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა - 41 264-მა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატებმა ნიკა მელიამ და გიორგი მუმლაძემ ახალარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, არჩევნებში გამარჯვება ასევე მიულოცეს.
ასევე ნახეთ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში გიორგი კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება კობა ნაყოფია: ალბათ, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალასანია სააკაშვილზე: მისი სურვილია, საუბარი არ იყოს [პარტიის] დაშლაზე