ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.
ასევე ნახეთ ევროპაში ვეღარ შევხვდებით - რა ელოდება არაფორმალურ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან?ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს გაურბიან - ისინი კვლავ შეძლებენ ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარული მოსაზრებებით.
ასევე ნახეთ "გაზრდილია მოთხოვნა ქართულ პასპორტებზე" - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დასავლეთში ვეღარ გაემგზავრებიანმანამდე ცნობილი გახდა ევროკავშირში შეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებში.
ასევე ნახეთ ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, რომ არ აღიარებს უკრაინასა და საქართველოში გაცემულ რუსულ პასპორტებსრუსული პასპორტების აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
ასევე ნახეთ "მოგვიწევს დავემშვიდობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს" - ინტერვიუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის აპარატის მაღალჩინოსანთან ასევე ნახეთ სოხუმი და ცხინვალი ძალადაკარგული რუსული პასპორტებით