რუსეთმა საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო ევროპული არჩევანის შესაჩერებლად - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აგვისტოს ომის 14 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმიანება და წერს, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს.

"14 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო, რათა მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა... საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას", - წერს ის.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი: 1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება
ასევე ნახეთ EU-ს წარმომადგენლობა: ვგმობთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნას
ასევე ნახეთ ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით - აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე
ასევე ნახეთ საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას - საგარეო სამინისტრო
ასევე ნახეთ ადამ კინზინგერი საქართველოზე: 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები: აგვისტოს ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.