საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმიანება 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას. პრეზიდენტი იხსენებს იმ თარიღებს, როცა საქართველომ რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
"1801,1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა", - წერს ზურაბიშვილი.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.