„TV პირველის" ეთერში ამავე ტელეარხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაიხსენა 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებთან მომხდარი ინციდენტი. როგორც წერეთელმა თქვა, ოხანაშვილს „TV პირველის" გარდაცვილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საკითხზე ჩასჩურჩულა. „ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ, - თქვა წერეთელმა და განაგრძო, - ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი. ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ, დღე არ გადის. მე მას [ანრი ოხანაშვილს] ვუთხარი: ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე ჰკიდია".
ვატო წერეთელი მიიჩნევს, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვლილზე პასუხისმგებლები არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტი.
ასევე ნახეთ პროკურატურის განმარტებით, ვატო წერეთლის საქმის გამოძიება აშშ-ის საელჩოდან ნოტის მიღების შემდეგ დაიწყოროგორც პროკურატურა აცხადებს, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] და 151-ე მუხლებით [მუქარა] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ასევე ნახეთ ვატო წერეთელი: აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეპროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე.
ასევე ნახეთ ვატო წერეთლის თქმით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენანრი ოხანაშვილის თქმით, ვატო წერეთელმა მას ჩურჩულით უთხრა „უბინძურესი სიტყვები".
ასევე ნახეთ ანრი ოხანაშვილი: წერეთელმა ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იმავე დღეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.
ასევე ნახეთ დეგნანი ოხანაშვილ-წერეთლის დაპირისპირებაზე: ამ ცნობებმა დაჩრდილა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა თავდასხმისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის 11 ივლისს, დილით, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალბუდის ფსკერის დაზიანებები, მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, ეს სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ დასახელებულა.
2021 წლის 5 ივლისის საქმეზე 30-ზე მეტი დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ეპიზოდში მონაწილე ყველა პირს. თუმცა, ჟურნალისტების და საზოგადოების ნაწილი 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორთა დაკავებას მოითხოვენ.
2021 წლის 5 ივლისს, დილით, მაშინ, როდესაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ღირსების მარშის“ გამართვა. მისი თქმით, აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის "მარში" მიუღებელი იყო და შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარებულიყო.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად