როცა უკრაინული ხორბლის გატანა, მათ შორის - ოდესის პორტიდან შეუძლებელი ხდება, მსოფლიოს სასურსათო კრიზისის ფონზე, სულ უფრო მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილი.
ანალიტიკოსებისთვის შექმნილი ვითარების დაძლევის მხოლოდ სამი გზა იკვეთება: დასავლეთმა, ან უნდა დაიყოლიოს პუტინი, ან თავად დაჰყვეს მის პირობებს, ანდა მარცვლეულის ბლოკირების პრობლემა სამხედრო ძალით უნდა გადაწყდეს.
უკრაინის ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტურად მესამე გზა გამოიყურება და კიევს იმედს დანიელების მიერ დაპირებული მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა - "ჰარპუნი" (Harpoon) აძლევს.
შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ექსპერტები ვითარების გაუარესებას მთელ რეგიონში მოელიან და პროცესში არც ნატოს ქვეყნების ჩართვას გამორიცხავენ.
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შავ ზღვაში, რომელიც ნატოს წევრ 3 ქვეყანასაც მოიცავს?
- არსებობს თუ არა საფრთხეები საქართველოსთვის?
შანტაჟის პირობები და ფონი
ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს ათქმევინეს, ხოლო 26 მაისს, დაუფარავი შანტაჟის პირობები იტალიის პრეზიდენტს, მარიო დრაგის, ტელეფონით, პირადად პუტინმა აუხსნა - „რუსეთის ფედერაცია მზად არის შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი სასურსათო კრიზისის დაძლევაში, მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გზით, იმ პირობით, რომ დასავლეთი მოხსნის პოლიტიკურად მოტივირებულ შეზღუდვებს“.
კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებს დასავლეთი რუსეთს უსაფუძვლოდ აბრალებს.
ასევე ნახეთ პუტინი: თუ დასავლეთი სანქციებს მოგვიხსნის, სასურსათო კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ასევე ნახეთ იტალიამ გაეროს უკრაინაში ომის დასრულების რამდენიმესაფეხურიანი გეგმა წარუდგინაასევე ნახეთ უკრაინა მკაცრად უპასუხებს მათ, ვინც რუსეთთან ზავისკენ მოუწოდებს
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ახლა, უკრაინელებთან ომში ბოლო ძალებს ხარჯავს და მომხრეების ქსელის ამოქმედებით, ცდილობს, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს და თანაც ისე, რომ პარალელურად - სანქციების მოხსნასაც მიაღწიოს.
„რუსეთი რომ ვაჭრობას დაიწყებდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ბრძოლით მნიშვნელოვან უპირატესობას აშკარად ვერ აღწევს... სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი თუ აიღო, ეგ არის და ეგ - ლუგანსკის საზღვარზე რომ გავიდეს. თვითონაც ხვდება, ეტყობა, რომ მეტს ვეღარ შეძლებს და ამიტომ აქტიურობს ასე... ამ ეტაპზე არ ჩანს ნიშნები, რომ [პუტინს - რთ] შანტაჟი გაუვა - ასე მინდა და ასე გააკეთეთ, არ გამოვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე.
„დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, სურსათის ბაზარზე შექმნილ ვითარებას რუსეთი „ჰიბრიდული ომის“ იარაღად იყენებს; ხოლო ევროკავშირისთვის ცხადია, რომ რუსეთი შანტაჟის მეთოდებს მიმართავს.
რა გამოსავალი არსებობს?
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასწარვე მარცხისთვის განწირული მოლაპარაკებების ახალი რაუნდები აღარ იქნება და სწორედ ახლა, ამ ომში უნდა გაიწმინდოს უკრაინის ტერიტორია რუსი დამპყრობლებისგან.
სტრატეგიული პარტნიორები - აშშ, ბრიტანეთი თუ აღმოსავლეთევროპის ქვეყნები, უკრაინას ბოლომდე დახმარებას ჰპირდებიან და არ აპირებენ დაჰყვნენ რუსეთის შანტაჟს.
ასევე ნახეთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აგრესია მხოლოდ ძალით შეიძლება შეჩერდეს ასევე ნახეთ აშშ არ აპირებს რუსეთს სანქციები მოუხსნას უკრაინის პორტებისთვის ბლოკადის გაუქმების სანაცვლოდროგორც Reuters-ი იტყობინება, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს თურქეთი აწარმოებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, მაგრამ - უშედეგოდ. ანკარის გეგმაა სასურსათო პროდუქციის ბოსფორის სრუტის გავლით გატანა, მაგრამ ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ, მით უფრო - საკუთარი პირობების გასაჯაროების შემდეგ, რუსეთი კომპრომისზე იოლად წავა.
რა გზა რჩება ასეთ შემთხვევაში?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი სწორედ რუსეთის იძულების გეგმის ნაწილად განიხილავს უკრაინისთვის HARPOON-ის ტიპის მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების გეგმას.
„HARPOON-ებს იმიტომ გვაძლევენ, რომ მათ აღელვებთ სურსათის უსაფრთხოების თემა. დასავლეთისთვის ეს სერიოზული არგუმენტია, რომ არ ივაჭროს რუსეთთან... და ვაჭრობაც რომ იყოს, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა პოზიციებს აძლიერებს. დემონსტრაციის გასაძლიერებლად საჭიროა რამდენიმე რუსული სამხედრო გემის ჩაძირვა... ვნახოთ, ეს სერიოზული ფაქტორია“, - თქვა არესტოვიჩმა 26 მაისს, მარკ ფეიგინის იუთუბარხზე.
პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით, მან ასევე გაავცელა ინფორმაცია, რომ „უკრაინელი სამხედროები უკვე სწავლობენ ამ რაკეტების გამოყენებას“.
ასევე ნახეთ უკრაინას ოცი ქვეყანა დაჰპირდა ახალ სამხედრო დახმარებას ასევე ნახეთ კულება: საკმაოდ ნაადრევია დასკვნა, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი- 19 მაისს, სააგენტო Reuters-ი, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი მუშაობს უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ის გადასაცემად.
- 23 მაისს კი, რამშტაინის კოორდინაციის მართვის ცენტრის რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ Harpoon-ს უკრაინას დანია გადასცემს. არ ხმაურდება რაოდენობასა და ვადებთან დაკავშირებული დეტალები.
სამხედრო ექსტერტები ვარაუდობენ, რომ „ჰარპუნების“ გამოჩენა, ქვეყნის სამხრეთით, უკრაინის სასარგებლოდ და რადიკალურად შეცვლის რუსეთის მიერ ჩაფიქრებული საბრძოლო მოქმედებების სცენარს.
თუმცა სამხედრო ექსპერტები ვითარების გაუარესების რეალურ საფრთხესაც ხედავენ და არ გამორიცხავენ, რომ პროცესში ჩართული აღმოჩნდნენ ნატოს ქვეყნებიც. შავი ზღვის აუზში ნატოს სამი ქვეყანაა (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხოლო, მაგალითად, უკრაინის კუნძულ ზმეინის მხოლოდ 45 კმ აშორებს რუმინეთის პორტ კონსტანცისგან.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ლენდ-ლიზით გათვალისწინებული შეიარაღების პირველი პარტია აშშ-ის ხომალდებით გაემართა პოლონეთის საპორტო ქალაქ გდანსკისკენ.
ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ „რუსული ხომალდებისგან შავი ზღვის სრულად გაწმენდა დიდი ომის წინაპირობა შეიძლება გახდეს“.
„ეს იქნება არა ჩვეულებრივი, არამედ სტრატეგიული დონის ოპერაცია... ეს მოითხოვს მთელი შავი ზღვის ფლოტის ბლოკირებას, უნდა ჩაიკეტოს ყირიმი მთლიანად... სევასტოპოლი... აზოვის ზღვაც ჩაიკეტოს და ამ პირობებში, ესკორტით თუ გამოიყვანენ ხორბლით დატვირთული გემებს... და რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთი არ დაემორჩილება დაბლოკვას?! ყველაფერს [მცურავ საშუალებებს - რთ] ესვრიან?!“, - ამბობს კაპანაძე.
არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?
ვახტანგ კაპანაძის თქმით, „თუკი ვითარება მაქსიმალურად დაიძაბება, ეს შავი ზღვის მთელ რეგიონს შეეხება“, ასეთ დროს შემთხვევითი ინციდენტებისგანაც „არავინ არის დაზღვეული“ და „არსებობს ღუზებიდან მოწყვეტილი ნაღმების საფრთხე“, როცა ნაღმები დრეიფს (თავისუფალ ცურვას) იწყებენ წყალში და შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნის სანაპიროზე აღმოჩნდნენ.
მარცვლეული და შიმშილის საფრთხე
ვიდრე უკრაინაში რუსეთს 20 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს „დაპატიმრებული“, მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება შიმშილის საფრთხე და გაეროს მონაცემებით, 1,7 მილიარდამდე ადამიანი შესაძლოა მალე შიმშილისა და სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბალი მსოფლიო ბაზრის 30%-ს შეადგენდა. რუსეთის სავაჭრო პოლიტიკამ და შემდეგ, ომმა 5-ჯერ გააძვირა რუსული ხორბალი.
ასევე ნახეთ რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორი ასევე ნახეთ „თუ დაჩაგრულს არ ეხმარები, ამით დამპყრობელს უჭერ მხარს”- უგო პოლეტი უკრაინის ომსა და იტალიის ყოყმანზესაერთაშირისო თანამეგობრობა შიშობს, რომ, სასურსათო კრიზისის ფონზე, შიმშილით შეწუხებული ადამიანები, მაგალითად - ჩრდილოეთ აფრიკიდან, განვითარებული ქვეყნებისკენ დაიძვრებიან.
იტალიელი ჟურნალისტი, „ოდესის ჟურნალის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, უგო პოლეტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიგრაციის საფრთხის წინაშე დგას იტალიაც, რომელსაც, მეორე მხრივ, ხორბლის იმპორტის პრობლემებიც აფიქრებს.
„უკრაინული ხორბლის ბლოკადა ოდესაში იტალიაზე პირდაპირ ახდენს გავლენას, რადგან იტალიას ხორბალი სჭირდება პასტისთვის. თავად იტალია საკმარის ხორბალს ვერ აწარმოებს“, - ამბობს პოლეტი.