Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ გაეროს უკრაინაში ომის დასრულების რამდენიმესაფეხურიანი გეგმა წარუდგინა


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო, სარაევო, 2021 წლის მარტი.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო, სარაევო, 2021 წლის მარტი.

უკრაინაში ომის დასრულების გეგმით, რომელიც იტალიამ წარუდგინა გაეროს, უნდა განხორციელდეს ეტაპობრივი მოქმედება, რათა მიღწეული იქნეს შეთანხმება ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტურინში.

წინადადება შეიცავს ასევე გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებისგან შემდგარი საშუამავლო ჯგუფის შექმნას.

„La Repubblica-ს თანახმად, ინიციატივა შეიცავს ოთხ ნაბიჯს: ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში და ფრონტის დემილიტარიზებას გაეროს ზედამხედველობის ქვეშ, მოლაპარაკებას უკრაინის სტატუსის შესახებ, ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის ყირიმის და დონბასის შესახებ და ასევე, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარშემო მრავალმხრივ ხელშეკრულებას.

ტურინის შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს საბოლოო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ოკუპაციური ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან და დაკავებული სამოქალაქო, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გაყვანილი პირების, განთავისუფლებას“.

XS
SM
MD
LG