ევროპა ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტს იღებს რუსეთისგან და ამისთვის დღეში 200-დან 800 მილიონ ევრომდე იხდის.
პუტინმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მთავრობას ერთი კვირა მისცა, რათა მათ მონახონ გზები საფასურის რუსულ ვალუტაში გადასახდელად. კომპანია „გაზპრომსაც“ დაევალა, რომ შეცვალოს კონტრაქტები ამ ნაბიჯის განსახორციელებლად.
რა დგას ამ ცვლილების უკან?
უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის იმპორტთან დაკავშირებით, ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა.
ასევე ნახეთ პუტინის ბრძანებით, „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლებით უნდა გადაიხადონ გაზის საფასურითუ რუსეთს გაზის სანაცვლოდ რუბლებს გადაუხდიან, ეს მათ ზოგიერთი სანქციის თავიდან არიდების საშუალებას მისცემს. ამჟამად ბუნებრივი აირის თითქმის ყველა კონტრაქტი ევროსა და ამერიკულ დოლარშია გაფორმებული.
უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რუბლი დოლართან შედარებით თითქმის 85 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა შემდეგ მცირედით გამყარდა და ოთხშაბათის განცხადების შემდეგ მისმა ფასმა დროებით იმატა.
ევროპა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, უნდა დაუწესონ თუ არა სანქციები რუსეთის ენერგეტიკის სექტორს.
შესაძლებელია მსგავსი ცვლილების განხორციელება?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს შეეძლოს არსებული კონტრაქტების ცალმხრივი ცვლილება, - აცხადებენ ექსპერტები.
„კონტრაქტი ორ მხარეს შორის იდება და ის, როგორც წესი, დოლარში ან ევროშია. თუ ერთი მხარე ერთპიროვნულად განაცხადებს - „არა, შენ ახლა სხვა ვალუტაში გადაიხდი“, - მაშინ გამოდის, რომ კონტრაქტი არ არსებობს“, ამბობს ტიმ ჰარკური, სიდნეის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ეკონომისტი.
„ბუნდოვანია, თუ რამდენად სერიოზულია ეს მოთხოვნა“, - განაცხადა სიუზან საკმარმა, ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და ბუნებრივი აირების ბიზნესკონსულტანტმა.
მისი თქმით, განცხადებების მიზანი შესაძლოა რუბლის სწრაფი გამყარება და გაზის ფასების ზრდა ყოფილიყო. „ამას შესაძლოა დიდი დრო დასჭირვებოდა. ამ განცხადებით კი პუტინმა ბუნებრივი აირის ფასები გაზარდა, რაც მის ინტერესებში შედის“.
რა მექანიზმები არსებობს ამისთვის?
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდერ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ რუბლებით ტრანზაქციებით უზრუნველყოფა სოფიას ხელეწიფება. „ჩვენ ყველა სახის უჩვეულო ქმედებებისთვის ვართ მზად. ასეთი სცენარი განვიხილეთ და არსებული კონტრაქტების პირობებში გადახდას არაფერი ემუქრება“, - თქვა მან.
Rystad-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდიო გალიმბერტიმ კი განაცხადა, რომ შესაძლებელია ახალი კონტრაქტების შექმნა, სადაც გადახდა რუბლით იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობებს ცენტრალურ ბანკებში რუბლის მარაგის შექმნა დასჭირდებათ, ან მოუწევთ მისი ღია ბაზარზე შეძენა.
როგორი შეიძლება იყოს გრძელვადიანი ეფექტი?
რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და სხვა ქვეყნებს უცდიათ ამერიკული დოლარის გავლენის შემცირება მსოფლიო ბაზარზე.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი შოლცი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდისრუსეთისთვის ეს გადაწყვეტილება საგარეო ვალის გადახდისუნარიანობას დაასუსტებს და შეამცირებს იმპორტს, რაც დამატებით წნეხად დააწვება მის ეკონომიკას, - ამბობს ეკონომისტი ლაიამ პიჩი.
თუ რუსეთმა ეს ცვლილება წარმატებით განახორციელა, მაშინ დოლარის როლი გლობალურ ვაჭრობაში შემცირდება და რუბლის, იუანის ან სხვა რომელიმე ვალუტისა - გაიზრდება. ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება აშშ-ის სესხისა და ფინანსირების ღირებულებებზე.