Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ბრძანებით, „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლებით უნდა გადაიხადონ გაზის საფასური


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს. ტასის თანახმად, ამის შესახებ მან მთავრობის თათბირზე განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში მოხდეს რეალიზაცია ზომების კომპლექსისა რუბლებზე ანგარიშსწორების გადასაყვანად - ამით დავიწყოთ - ჩვენი ბუნებრივი აირისთვის, რომელიც მიეწოდებათ ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებს,“ თქვა პუტინმა.

მან ახსენა, რომ იგეგმება ანგარიშსწორებაში უარის თქმა ყველა „კომპრომეტირებულ ვალუტაზე“. მიწოდების მოცულობა და გაზის ფასები შესაბამისი იქნება იმისა, რაც ადრე ხელმოწერილ კონტრაქტებშია გაწერილი.

7 მარტს რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა 50 სახელმწიფო. მათ შორის არიან ევროკავშირის წევრები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, იაპონია, შვეიცარია, მიკრონეზია და სან-მარინო. სიაში შეტანილია ქვეყნები, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრასთან დაკავშირებით ან მხარი დაუჭირეს მათ შემოღებას.

XS
SM
MD
LG