რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ მატვეევი ომის საწინააღმდეგო მოწოდებას ტვიტერის მეშვეობით აკეთებს. 53 წლის დეპუტატი, რომელიც წარმოშობით უკრაინიდანაა, წერს, რომ " ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როდესაც ხმას ვაძლევდი დნრ/ლნრ-ს აღიარებას, მე ხმას მშვიდობას ვაძლევდი, და არა ომს. იმას, რომ რუსეთი ფარი გამხდარიყო, რათა დონბასი არ დაებომბათ, და არა იმას, რომ კიევი დაგვებომბა"
მიხაილ მატვეევი ისტორიის პროფესორია სამარის უნივერსიტეტში, ის უკრაინაშია დაბადებული. მატვეევი დუმის დამოუკიდებელი, უპარტიო წევრია, თუმცა კომუნისტების ფრაქციაშა გაერთიანებული.
მატვეევის განცხადებამდე სრულმასშტაბიანი ომის წარმოების მიზანშეწონილობა კომუნისტების ფრაქციის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ოლეგ სმოლინმა დააყენა ეჭვქვეშ. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ, "თვალსაჩინოაა არაა, რომ სამხედრო ოპერაციით შესაძლებელია უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნის მიღწევა. უკრაინის ოკუპაცია ვლადიმირ პუტინს არ გამოუცხადებია მიზნად და არც არის რეალური. ახლა, რამენაირად რომც მოხდეს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე შეთანხმება, სულაც არ არის გამორიცხული რომ გარკვეული დროის შემდეგ მოვა ახალი მთავრობა და დაარღვევს ამ შეთანხმებას"... წერს დუმის დეპუტატი. მისი აზრით, "უცნობია, რამდენი წელი, ან ათწლეულები დასჭირდება ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად"- წერს რუსი დეპუტატი.
პუტინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს ბომბავს. იმართება შეტაკებები ხმელეთზეც.
ასევე ნახეთ უკრაინის არმია: მოგერიებულია რუსეთის ჯარის შეტევა კიევის ცენტრში განთავსებულ სამხედრო დანაყოფზეევროკავშირმა, აშშ-მა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა დაიწყეს ეკონომიკური და ფინანსური სანქციების საფეხურებრივი ამოქმედება რუსეთის ცალკეული პირების, ბანკებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. მათ შორის ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი შეთანხმდა მათ ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ პუტინის და სერგეი ლავროვის ქონების გაყინვაზე.
ასევე ნახეთ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ25 თებერვალს ნატოს ვირტუალური სამიტის შემდეგ ლიდერები შეთანმხდნენ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდებისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სწრაფი რეაგირევის ჯარების გაგზავნის შესახებ.
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია