Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა ვეტო დაადო გაეროს მოთხოვნას, რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა უკრაინაზე


რუსეთმა 25 თებერვალს ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობდა მოსკოვის შეჭრას უკრაინაში, ხოლო ჩინეთმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა - რასაც დასავლეთის ქვეყნები აღიქვამენ გამარჯვებად რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დემონსტრირების პროცესში.

აშშ-ის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრისგან თავი შეიკავეს ასევე არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 11-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ახლა, როგორც მოელიან, რეზოლუციის პროექტს განიხილავს 193-წევრიანი გაეროს გენერალური ასამბლეა.

"ჩვენ უკრაინის და მისი ხალხის უკან ერთიანი პოზიციით ვდგავართ, მიუხედავად საბჭოს თავზეხელაღებული, უპასუხისმგებლო მუდმივი წევრის მიერ თავისი ძალის ბოროტად გამოყენებისა საიმისოდ, რომ თავის მეზობელს დასხმოდა თავს და ძირი გამოეთხარა გაეროსთვის და ჩვენი საერთაშორისო სისტემისთვის", - თქვა აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდმა მას მერე, რაც რუსეთმა რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს, აშშ-სთან, ჩინეთთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ერთად.

XS
SM
MD
LG