ქალაქი ნიკოლაევი კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. ამის თაობაზე ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვნელი ვიტალი კიმი იტყობინება.
„ნიკოლაევი შევინარჩუნეთ, საჰაერო თავდაცვამ შემოტევები მოიგერია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო ძალების გამოისობით რუსული დესანტი ვერც ქალაქ ოჩაკოვში დაეშვა. „მერს ველაპარაკე და არაა დესანტი“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსული დესანტი არა მხოლოდ ოჩაკოვში, არამედ მთელ ნიკოლაევის ოლქში არაა.
უკრაინა მესამე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.