Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერია მოსახლეობას: დარჩით სახლში, ქალაქში ბრძოლებია


კიევის დროით დილის 4 საათზე უკრაინის დედაქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. თუ თავშესაფარში ხართ, ახლა ნუ დატოვებთ, თუ სახლში - ფანჯრებს და აივნებს მოერიდეთ. შედით დახურულ სივრცეში, მაგალითად აბაზანაში და თავზე რამე გადაიხურეთ, რომ ნამსხრევებისგან არ დაშავდეთ“.

საჰაერო განგაში გამოაცხადა ქალაქ ვინიცის საკრებულომაც. „ყურადღება, განგაშია, თავშესაფარში“, - ნათქვამია საკრებულოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე პოსტში.

უკრაინა მესამე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG