30 ოქტომბერს დანიშნული თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის შესაძლოა შემადგენლობა, მათ შორის მერობის მოადგილების კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან:
- თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე - „ლელო"-ს ლიდერი;
- თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
- თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - „დროა"-ს ლიდერი;
- თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე.
ნიკა მელიამ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატურებიც სხვადასხვა პარტიიდან წარადგინა, მათი ნაწილი კი უპარტიოა.
- ჯანდაცვისა და სოციალური სამსახური - სოფო ჯაფარიძე („ნაციონალური მოძრაობა")
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი („ლელო");
- შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო";
- შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა („ერთიანი საქართველო");
- მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი („ნაციონალური მოძრაობა");
- იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა („დროა");
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა („ნაციონალური მოძრაობა");
- ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;
- თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი („ნაციონალური მოძრაობა");
- გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე („ნაციონალური მოძრაობა");
- ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი („ლელო");
- ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე („ლელო");
- საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე („ერთიანი საქართველო");
- ისნის გამგეობა - ლანა გალდავა („ლელო");
- სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე („ლელო");
- კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა („ნაციონალური მოძრაობა");
- მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი („ლელო")
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი („ლელო").
არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას კონკურენტია მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე.
ასევე ნახეთ უფასო კვება მოსწავლეებს, საზღვარგარეთ სწავლა სტუდენტებს, მეტი პენსია მოხუცებს - ნიკა მელიას დაპირებები მეორე ტურში ასევე ნახეთ სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინდედაქალაქში ოპოზიციური კოალიციური გუნდის პრეზენტაცია მუნიციპალურ არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე მოხდა. არჩევნების მეორე ტური თბილისის გარდა 4 დიდ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ტარდება. მეორე ტურების უმრავლესობაში ერთმანეთს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან.