გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამ წუთებში კოალიციური გუნდისა და პროგრამის პრეზენტაციას მართავს. მან მერის მოადგილეობის კანდიდატად დაასახელა პარტია „ლელო"-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
„ადამიანი, რომლის თბილისელების გვერდში დგომა, მე, როგორც ამ ქალაქში დაბადებულ ერთ ადამიანს, მაძლიერებს", - თქვა მელიამ ხაზარაძის შესახებ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა პროფესიონალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მერიაში მუშაობს, შეინარჩუნებს ადგილს.
ასევე ნახეთ ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდის კანდიდატურები წარადგინა- ნახეთ სრული სიანიკა მელია აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ დატოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას და მხოლოდ პარტიის წევრად დარჩება.
მელიას თქმით, ყველა პრობლემის გზა არის მრავალფეროვნება, მიუხედავად იმისა, ის მასშტაბურია თუ მცირე. როგორც ის აღნიშნავს, ისტორიაში პირველად თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში იქნება კოალიციური გუნდი.
არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მელიას კონკურენტი იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე, 30 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ უფასო კვება მოსწავლეებს, საზღვარგარეთ სწავლა სტუდენტებს, მეტი პენსია მოხუცებს - ნიკა მელიას დაპირებები მეორე ტურში ასევე ნახეთ „ლელომ“ და „დროამ“ ხელი მოაწერეს კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ასევე ნახეთ სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინ