კობახიძე სააკაშვილზე: ნეტავ იყოს საქართველოში, საზოგადოება დაინახავდა, როგორი კლოუნია

​"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. კობახიძის თქმით, ამ "ფეიკით" სააკაშვილი ცდილობს, პარტიული რეიტინგი - 25% საკუთარ თავზე მიიწეროს.

"​პირველი - სააკაშვილი საქართველოში არ არის; მეორე - ეს ადამიანი არის კლუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ და მანამდეც და ეს კიდევ დადასტურდა მის მიერ; მესამე - ნეტავ, იყოს ის საქართველოში, სრულიად საზოგადოება დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რაც არის ქართულ პოლიტიკაში... ის არ არის საქართველოში, შესაბამისად, ამ კლოუნის დაკავება გადაიწევს...

ვიდეო თავიდან გვეგონა "დიფფეიკი", თუმცა აღმოჩნდა უფრო მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და გეტყვიან ამაზე პასუხს", - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ დეპუტატი სამხარაძე სააკაშვილზე: დღისით გადაღებული კადრებიც გაავრცელოს, თუ უნდა დავიჯეროთ

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.