პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში, მაშინ უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
"თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. მე არ მინახავს ვიდეო, მაგრამ არ მჯერა, რომ ის საქართველოშია... ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ დაამტკიცოს საქართველოშია, ასეთ ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა. მოდი, ახლა დაველოდოთ, გათენდა და დღის კადრები გაავრცელოს და მერე დავიჯერებთ, რომ აქ არის... თუ ბათუმშია, ჩაატაროს პრესკონფერენცია ლაივში და დავიჯერებ", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.