შსს: სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”, - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე გამოქვეყნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე, 10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე.

ასევე ნახეთ სააკაშვილი ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ ბათუმშია

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა არც მის პარტიასა და არც მმართველ პარტიაში.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.