აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ 23 მარტს გამართული მოსმენის შემდეგ, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
დემოკრატი სენატორი საქართველოს მიმართ აშშ-ის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
სენატორ შაჰინის თანახმად, აშკარაა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და სურთ იხილონ პროგრესის გაგრძელებაც რეფორმებსა და დემოკრატიზაციაში და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების რეფორმირებაში.
ჯინ შაჰინის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული ჩიხი თავსატეხია და საჭიროა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა იმუშაონ ქართველი ხალხისთვის. ასევე, მოხდეს გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა დასავლეთისა და დემოკრატიზაციისკენ, გზა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და გაგრძელდეს აშშ-ისა და საქართველოს ძლიერი პარტნიორობა.
ასევე ნახეთ ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა ასევე ნახეთ ჯეიმს რიში: კრიზისისთვის ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება ასევე ნახეთ კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“ ასევე ნახეთ ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის