აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, მთავარი მომხსენებლების შემდეგ სიტყვით გამოვიდა კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის მთავარი წარმომადგენელი ჯეიმს რიში.
სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ 2012 წლის მოგზაურობის დროს საქართველოში, ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რადგან მხარეებმა მაშინ მოახერხეს შეთანხმება და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება. მაგრამ, მისი თქმით, უკანასკნელ წლებში საქართველოში, სამწუხაროდ, დემოკრატის უკუსვლა მოხდა.
„მაშინ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნის მოწმეები გავხდით, ამასთან ერთად, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანა განიცდიდა დემოკრატიულ უკუსვლას და ეს რეალურად სამწუხაროა, რადგან ეს ქვეყანა უკეთესს იმსახურებს,“ განაცხადა სენატორმა რიშმა. „ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე“.
რიშის თქმით, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისისთვის პასუხისგებლობა „ყველა მხარეს ეკისრება“.
სენატორი რიში თვლის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მანვე დაამატა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.
„ქართული ოცნებას’ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და კარებს უხსნის რუსეთს,“ თქვა სენატორმა ჯეიმს რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
ასევე ნახეთ:
კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“
საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა
ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის