ევროკავშირი აჩქარდა და 20 მარტს ბრიუსელის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწეროს ხელს. ახალი ამბავი ევროკომიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. საქართველოში ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ხელმოწერისათვის ემზადებიან.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე. ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, სადაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აგვისტოში ელოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უცვლელია საქართველოს მზადყოფნა ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
ევროკავშირის გადაწყვეტილება 21 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველო მზადაა როგორც შეთანხმების ხელმოწერისათვის, ისე იმ საფრთხისათვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს რუსეთისგან მოელოდეს:
„ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი პროცესების დაჩქარებითაა დაინტერესებული, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ ასევე განსაზღვრული გვაქვს სავარაუდო საფრთხეები და დაწყებული გვაქვს პრევენციული ღონისძიებებიც, ცხადია, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგრამ მაინც ვფიქობთ, რომ ამ ეტაპზე შედარებით წყნარად წარიმართება მოვლენები“.
უკრაინაში გართულებული პოლიტიკური ვითარებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან პროცესების დაჩქარებას საქართველოს ხელისუფლებაში დიდი ხანია ელოდნენ.
„ყველანი ველოდით, რომ ევროკავშირი ამ პროცესს დააჩქარებდა და მისასალმებელია, რომ ეს ასეც მოხდა, ასევე მნიშვნელოვანია ის სანქციები, რომელსაც ევროკავშირი უკრაინის გამო რუსეთთან მიმართებით ახორციელებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე.
წინგადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლების პროგრესული პოლიტიკის შედეგი - ასე აფასებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე:
„არა მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან მიმართებით საქართველო აპირებს არ გადაუხვიოს არჩეულ კურსს“.
საქართველოს ხელისუფლებას გააქტიურება არც ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით აწყენდა, - განაცხადა უმცირესობის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა ზურაბ ჯაფარიძემ:
„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამაზე, რომ ეს დღე დამდგარიყო და საქართველო მიახლოებოდა ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას გვესმის, რომ ამ პროცესების დაჩქარება გამოიწვია იმ სამწუხარო პროცესებმა,რაც უკრაინაში ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, მისი დიპლომატიური პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად პროაქტიური არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს მიმართაც, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ“.
ის, რომ საფრთხეები არსებობს, ამის ყველაზე ნათელი დასტური, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ყირიმის მაგალითია, სადაც, მისივე სიტყვებით, რუსეთმა ყველანაირი ზომიერების გრძნობა დაკარგა. ეს გახდა კიდევ ბიძგი ევროკავშირის დაჩქარებისათვის. თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა რუსეთისათვის სერიოზული პოლიტიკური სიგნალი იქნება:
„და თუ ამას მოჰყვება ის, რომ ძალაში შევა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობაც, ეს უნდა იყოს საქართველოსთვის კომპენსაცია, რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემთხევვაში. ცხადია, თუ რუსეთი ახალ ემბარგოს დაგვიწესებს და ამ დროს ჩვენ ახლოს ვიქნებით ევროპასთან, მაშინ, წესით, ევროკავშირისგან სერიოზული კომპენსაცია უნდა მივიღოთ. ხოლო თუ იქნება რუსეთის მხრიდან ჩვენ მიმართ გამოყენებული ეკონომიკური ბერკეტები, ევროკავშირი გამოიყენებს იმავე ბერკეტს ჩვენ დასახმარებლად“.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ 21 მარტს ევროკავშირმა და უკრაინამ ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერეს ხელი. ევროკავშირმა, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქეების ე.წ. "შავი სია" 21-დან 33-მდე გაზარდა. ამ სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ, გაიყინება მათი საბანკო ანგარიშებიც. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ევროკავშირი დამატებით ზომებს მიიღებს - მათ შორის, დააწესებს ეკონომიკურ სანქციებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე. ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, სადაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აგვისტოში ელოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უცვლელია საქართველოს მზადყოფნა ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
ევროკავშირის გადაწყვეტილება 21 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველო მზადაა როგორც შეთანხმების ხელმოწერისათვის, ისე იმ საფრთხისათვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს რუსეთისგან მოელოდეს:
უკრაინაში გართულებული პოლიტიკური ვითარებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან პროცესების დაჩქარებას საქართველოს ხელისუფლებაში დიდი ხანია ელოდნენ.
„ყველანი ველოდით, რომ ევროკავშირი ამ პროცესს დააჩქარებდა და მისასალმებელია, რომ ეს ასეც მოხდა, ასევე მნიშვნელოვანია ის სანქციები, რომელსაც ევროკავშირი უკრაინის გამო რუსეთთან მიმართებით ახორციელებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე.
წინგადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლების პროგრესული პოლიტიკის შედეგი - ასე აფასებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე:
„არა მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან მიმართებით საქართველო აპირებს არ გადაუხვიოს არჩეულ კურსს“.
საქართველოს ხელისუფლებას გააქტიურება არც ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით აწყენდა, - განაცხადა უმცირესობის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა ზურაბ ჯაფარიძემ:
„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამაზე, რომ ეს დღე დამდგარიყო და საქართველო მიახლოებოდა ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას გვესმის, რომ ამ პროცესების დაჩქარება გამოიწვია იმ სამწუხარო პროცესებმა,რაც უკრაინაში ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, მისი დიპლომატიური პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად პროაქტიური არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს მიმართაც, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ“.
თუ რუსეთი ახალ ემბარგოს დაგვიწესებს და ამ დროს ჩვენ ახლოს ვიქნებით ევროპასთან, მაშინ, წესით, ევროკავშირისგან სერიოზული კომპენსაცია უნდა მივიღოთ. ხოლო თუ იქნება რუსეთის მხრიდან ჩვენ მიმართ გამოყენებული ეკონომიკური ბერკეტები, ევროკავშირი გამოიყენებს იმავე ბერკეტს ჩვენ დასახმარებლად...თორნიკე შარაშენიძე