26-27 თებერვალს ბრიუსელი მასპინძლობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თავყრილობას, რომელზეც ასევე მიწვეული არიან თავდაცვის უწყებათა პირველი პირები ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ნატოს ინფორმაციით, მინისტერიალმა ნიადაგი უნდა მოამზადოს ნატოს უელსის სამიტისთვის, რომელსაც წინსვლის იმედებს უკავშირებს საქართველო. გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზანშეწონილობას ხაზი გაესვა შეერთებულ შტატებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიც. ვაშინგტონში მხარდაჭერას გამოხატავენ.
ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელში მინისტერიალზე განსახილველ მთავარ თემებს წარმოადგენს: უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობები, მისია ავღანეთში. ამავე წყაროს ცნობით, მინისტერიალი განიხილება მოსამზადებელ ეტაპად ნატოს სამიტის წინ, რომელსაც სექტემბერში უელსი უმასპინძლებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინის თემას ნატოს თავდაცვის მინისტრები სამუშაო სადილის მსვლელობისას განიხილავენ, სადაც საუბარი ასევე შეეხება ავღანეთს, ხოლო ხუთშაბათს ნატოს თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს პარტნიორი ქვეყნებიდან, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ISAF-ის მისიაში ავღანეთში.
როგორ მომზადდება ნიადაგი უელსის სამიტისთვის და მიიღებს თუ არა საქართველო ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას, MAP-ს, სექტემბერში, ამ ეტაპზე ეს საკითხი მხოლოდ ვარაუდებისა და ვერსიების საგანს წარმოადგენს და კონკრეტული პასუხი არავის აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ანალიტიკოსების უმრავლესობა საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და მათ შორის არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე:
”არ მაქვს, სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი იმისა, რომ სამიტი დამთავრდება ჩვენთვის MAP-ის მონიჭებით. მაგრამ თუკი ჩვენი ნატოში ინტეგრაცია ჯერ კიდევ არის, ასე ვთქვათ, გაჭედილი, ორმხრივ ურთიერთობაზე და, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობაზე ამერიკასთან კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ”.
ეს კომენტარი თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის კონტექსტში, რადგანაც ამ ვიზიტს საგანგებო დატვირთვა სწორედ ნატოს სამიტის ფაქტორის გათვალისწინებითაც მიენიჭა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 25 თებერვალს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, შეერთებულ შტატებს საქართველო უყურებს როგორც ჩრდილოატლნტიკური ალიანსის კარიბჭეს და იმედი აქვს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მას დაეხმარება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში და ის აპირებს ავღანეთის მისიაში საბრძოლო ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩეს, რათა პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს ადგილობრივ ძალებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შემდეგ, როგორც ამას ნატო მოელოდა, ახლა უკვე საქართველო მოელის მიღწევების სათანადოდ დაფასებას:
”საქართველოსთვის მომავალი ნატოს სამიტი დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას იმისა, რომ ადეკვატურად აისახოს ქვეყნის წინსვლა, კერძოდ, როცა დრო მომწიფებულია ამისთვის, მეტად მნიშვნელოვანია წინსვლა და ამისათვის რეალისტურ გზას წარმოადგენს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭება. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ MAP-ზე, რადგანაც მას განვიხილავთ ალიანსთან ინტეგრაციის ერთადერთ მექანიზმად, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ არსებითად ახალ დონეზე გადასვლით - მზად ვართ, რომ გულმოდგინედ გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი რეფორმების თანმიმდევრული, ეტაპობრივი პროცესი”.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კვლავაც გამოიხატება მხარდაჭერა ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი სენატორი ტედ პო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას დაჰპირდა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაში. აქვე ვთქვათ, რომ სენატორი ტედ პო გახლავთ ერთ-ერთი ავტორი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისა, რომლითაც ამერიკელმა კანონმდებლებმა თებერვლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის მიმართეს და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერა სთხოვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლიერება გამოხატა, ხაზი გაუსვა ამგვარი მხარდაჭერის მნიშვნელობას და დახმარების მიღების იმედიც გამოთქვა.
როგორც სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ცხვიტავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”პრინციპულად მნიშვნელოვანია”, რომ, რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, საქართველომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ანალიტიკოსის აზრით, პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა, უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით, დასავლეთის ყურადღება გამახვილდა და საქართველოს წინსვლის შანსიც გაიზარდა:
”თავისთავად ცხადია და დეკლარირებულია ახალი მთავრობის მიერაც, ოპოზიციის მიერაც საქართველოში, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების პოლიტიკას და ე.წ. ბორდერიზაციას. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება, რაც ჩვენი უსაფრთხოებითვის იქნება სერიოზული ქოლგა”.
სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ილაპარაკა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას. ”ჩვენ მოველით, რომ რუსეთი საქართველოზე გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ამავე გამოსვლაში განმარტა, რომ, საქართველოს ახალი მთავრობის მშვიდობიანი პოლიტიკისა და თანამშრომლობის სურვილის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც განაგრძობს მავთულხლართების გავლებასა და ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. პრემიერის თქმით, საქართველო არ აპირებს დათმოს ევროპული მომავალი და შეუქცევადია საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

თავისთავად ცხადია და დეკლარირებულია ახალი მთავრობის მიერაც, ოპოზიციის მიერაც საქართველოში, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების პოლიტიკას და ე.წ. ბორდერიზაციას...გიორგი ცხვიტავა