Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინ - უცხოეთში: მონპელიელი ქალის მრავალხმიანი ქართული


მონპელიეში დაიბადა ზოე პერე და 12 წელიწადია, რაც ფრანგი მომღერალი თბილისში დასახლდა. ამბობს, სოლოლაკში ბინა დამეწვა, მაგრამ უფრო არტისტული გახდა, ანუ აშენებისდროინდელი სტილი უკეთ გამოჩნდაო. ოდნავ ქვემოთ, მეიდნის მიმართულებით, თავისი ბარი აქვს. ცოტა ხანია, დაიწყო ტეტესთან მუშაობა. "კიმილია" ჰქვია ჯგუფს, რომელშიც ქართველებთან ერთად მრავალხმიანი სიმღერით ტკბება ზოე პერე და ასე ფიქრობს: ჩვენი ხმის ინსტრუმენტი ჩვენი სხეულია და, შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი განსხვავდება ერთმანეთისგანო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG