სანდრო ყანჩელი მხატვარი-ანიმატორია. ის არ გაჰყვა მამის, გია ყანჩელის გზას და მუსიკოსი არ გახდა. იყო პროდიუსერი მიუნხენის ხმის ჩამწერ სტუდიაში, ისწავლა დიზაინიც, თუმცა თითქმის მთელი ცხოვრება მამის გვერდით იდგა, გია ყანჩელის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მემკვიდრეობის თავმოყრა დაიწყო და საგამომცემლო საქმიანობამ გაიტაცა. „შვილის“ ახალი გმირი იხსენებს მამას და ჰყვება, როგორ ხედავს დღეს გია ყანჩელის შემოქმედებას.
22 იანვარს - დაელოდეთ „შვილის“ ახალ ეპიზოდს რადიო თავისუფლების Youtube არხზე.