Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბურთალოს გამგეობა დიდგორობისთვის ემზადება


დიდგორობა, 2015 წელი
დიდგორობა, 2015 წელი

დედის დღე, ბავშვთა დღე და დიდგორობის დღესასწაული - ეს არის ის თარიღები, რომელსაც საბურთალოს გამგეობა საზეიმოდ აღნიშნავს 2020 წელს. დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობისა და ორგანიზების მომსახურეობა გამგეობამ უკვე შეიძინა. დღესასწაულების აღნიშვნა ჯამში 28 000 ლარამდე ჯდება.

  • დედის დღე - 10 122 ლარი
  • ბავშვთა დღე - 7 010 ლარი
  • დიდგორობა - 6 915 ლარი

კიდევ 3 750 ლარი გამოყოფილია გასართობ ცენტრზე, სადაც საბურთალოს გამგეობას ერთი დღით და ერთად მიჰყავს სოციალურად დაუცველი და შშმ პირები, სულ 150 ადამიანი.

ასე ნაწილდება ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 27 797 ლარი.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, დიდგორობის აღსანიშნავად "პოპულარული მომღერალი" შეასრულებს არანაკლებ 8 საავტორო სიმღერას, გაიმართება ჭიდაობა სპეციალურად მოწყობილ ტატამზე, გამარჯვებულებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები და ბრენდული სპორტული მაღაზიის 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები. გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის იქნება ექიმი და მსაჯი ჭიდაობისთვის.

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.

დიდგორობის დღესასწაული რამდენიმე წელია რაც ხელისუფლების ორგანიზებით და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით იმართება. თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა მთავრობის ინიციატივით 2014 წელს სპეციალური ჯილდოც კი დააწესეს, “დიდგორის ჯვარი”, რომლითაც გამორჩეულ სამხედროებს ამ დღესასწაულზე აჯილდოვებენ ხოლმე.

2017 წლის მარტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იყო კანონპროექტი, რომელიც 12 აგვისტოს "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას და უქმედ დაწესებას ითვალისწინებდა.

დიდგორობა 2019 წელს ბათუმში აღნიშნეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. 2018 წელს დიდგორობის აღსანიშნავად თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა.

XS
SM
MD
LG