Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვიქცევით კორონავირუსის სიმპტომების გაჩენისას?


ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია:

  • მაღალი სიცხე
  • მშრალი ხველა
  • ტკივილები სხეულში და სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა

ამ სიმპტომების ან კორონავირუსის ქონის შესახებ ეჭვის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს ან/და ინფექციურ საავადმყოფოს.

ოჯახის ექიმს კონსულტაციაზე მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველა და სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.

ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;

შესაძლებელია ასევე ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონი ცხელი ხაზით სარგებლობა. მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებთან კონსულტაციის გასავლელად 112 მისამართებს.

კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ასე გამოიყურება: ​

კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ვებ-საიტზე stopcov.ge, აქვე ნახავთ მითებს ვირუსის მკურნალობის შესახებ.

XS
SM
MD
LG