Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვებრძოლოთ გრიპს? - 10 რჩევა პაატა იმნაძისგან


მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსი ძირითადად H1N1-ია. გვხვდება ასევე H3N2, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რომელი ვირუსით დაინფიცირდება - მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

  • თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.
  • აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.
  • დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.
  • სხვა შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე.
  • მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები
  • საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს
  • ექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება.
  • მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა: დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.
  • ხშირად დავიბანოთ ხელები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში გრიპის გავრცელება შემცირდება, თუმცა თებერვლის ბოლოდან მისი გავრცელება გაიზრდება. ამ დროისათვის გრიპით ავადობის მაჩვენებელი 277 ადამიანი 100 000 მოსახლეზე მაღალია, თუმცა ეპიდემიურ ზღვართან, 500 ადამიანი, მიახლოებული არ არის.

XS
SM
MD
LG