გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამოკვლევაზე „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო თბილისში. გადაცემის სტუმარი იურისტი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ დამფუძნებლისთვის წარდგენილი ანგარიშები ზოგადია და არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას. გარდა ამისა, თბილისის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული პროექტები ყოველთვის არ ეხება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოკვლევის თანახმად, თბილისის განვითარების ფონდი საკმაოდ გაუმჭვირვალე და არაანგარიშვალდებული უწყებაა, მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ საბიუჯეტო თანხებს განკარგავს.
საია შეგვახსენებს, რომ ფონდმა მთლიანი შესყიდვების 75 პროცენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელა.