Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშენებლობა, გაუმართავი ავტომანქანები - ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროები


ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროები სამშენებლო სექტორი და გაუმართავი ავტომანქანებია. მისი თქმით, საწვავის ხარისხი ქვეყანაში ყოველწლიურად უმჯობესდება. 1917 წლიდან ქვეყანაში “ევრო 5” სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე და აღნიშნავს, რომ 2018 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე აქვს 8 ავტომატური სადგური და 1 მობილური სადგური, რომლის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის ყველა წერტილში ჰაერის გაზომვების ჩატარება. ამჟამად, ნინო თანდილაშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა წერტილში აღებულია 60-ზე მეტი სინჯი. ზღვრულ ნიშნულზე გადაჭარბება არცერთგან არ დაფიქსირებულა. ჩატარებული კვლევების მიხედვით ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მუდმივად იკლებს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა.

გიორგი გვახარიას სტუმარი ეხმაურება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსაც საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ და ეთანხმება სახალხო დამცველს იმაში, რომ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა იდეალური არ არის. გადაცემაში საუბარია აგრეთვე, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზე, რომელიც შეისწავლის ტყვიის შემცველობას ბავშვებში. კვლევის შედეგები სულ მალე გამოქვეყნდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG