Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი კობახიძე თსუ-ში ამ სემესტრში ლექციებს არ წაიკითხავს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თსუ-ში ლექციებს აღარ ჩაატარებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თსუ-ში ლექციებს აღარ ჩაატარებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრში ლექციებს არ ჩაატარებს.

რადიო თავისუფლებას თსუ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „მიმდინარე სემესტრში ირაკლი კობახიძე სარგებლობს ანაზღაურების გარეშე აკადემიური შვებულებით“.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თსუ-ის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, ერთ-ერთმა იმ სტუდენტებს შორის, ვინც წინა სემესტრში უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს „აგენტების კანონის“ გამო პროტესტით ხვდებოდა.

მანაგაძე წერდა, რომ კობახიძის ლექციები „გაუქმდა“, - თუმცა თსუ-ის პრესცენტრში ხაზს უსვამენ, რომ ფაკულტეტზე „არ გაუქმებულა თსუ-ის პროფესორის, ირაკლი კობახიძის სასწავლო კურსი“.

მანაგაძეს 2024 წლის 7 ივნისს უნივერსიტეტთან სცემეს კიდეც.

ამ აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ხშირი იყო ძალადობა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც პროტესტის მონაწილეები „ტიტუშკებს“ უწოდებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG