Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, იაპონური ლიტერატურის სიამაყის, პირველი ნობელიატი იაპონელის, რომანისტისა და ესეისტის, ისუნარი კავაბატას შესახებ. ნობელის პრემია მწერალს მიენიჭა „თხრობის ოსტატობისთვის, რომელმაც დიდი მგრძნობელობით გამოხატა იაპონური სულის არსი“. ყველა არ ეთანხმება იაპონიაში ამ განსაზღვრებას, მაგრამ იმაზე კი ყველა შეჯერებულია, რომ კავაბატა უდიდესი მწერალია. იასუნარი კავაბატას უმძიმესი ბიოგრაფია ჰქონდა: მცირეწლოვანს გარდაეცვალა მამა, დედა, უფროსი და, ბებია, ბაბუა და თოთხმეტი წლის ასაკში საერთოდ მარტო დარჩა. მარტოობა, მიუსაფრობა, ობლობა, ისევე როგორც სიყვარული და მასთან მუდმივად აუცილებლად დაწყვილებული სიკვდილის სიმბოლიკა კავაბატას ლიტერატურული სავიზიტო ბარათია. რა აერთიანებს ჩაის დაყენებისა და სმის საუკუნოვან ცერემონიას, ინტელექტუალური თამაშის გოს სტრატეგიას, გეიშად გადაქცევის ოცნებას ერთმანეთთან; რა იყო კავაბატას მიერ ჩამოყალიბებული და თეორიულად განმარტებული ნეოსენსუალიზმი; როგორია ამ ავტორის „სტენდალისეული“ ფსიქოლოგიზმი, რა სიბრძნეს შეიცავს ხელისგულისოდენა მოთხრობები; მართლა მოიკლა იასუნარი კავაბატამაც თავი რიუნოსკე აკუტაგავასა და იუკიო მიშიმას მსგავსად, თუ საყოფაცხოვრებო გაზით მოწამვლა უბედური შემთხვევა იყო; რა როლი შეასრულა ძენ-ბუდიზმმა ამ დახვეწილი, პოეტური პროზაიკოსის შემოქმედებაში, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG