არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზუგდიდელების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტების თქმით, არ აქვთ იმედი და რწმენა იმისა, რომ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატი დადებითი ცვლილების მოტანას შეძლებს.
მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს გალიდან დევნილ ვახტანგ ორჟონიას. მას არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს.
„რატომ უნდა მივიდე, არ ვიცი. რისი იმედი უნდა მქონდეს? 6 წელია ეს ხელისუფლებაა და რისი იმედი უნდა მქონდეს. 70 წლის კაცი ვარ და რაღაც მინდა შეიცვალოს, ელემენტარული მაინც. არავინ არაფერს არ ცვლის. პენსიას არ უმატებენ, არაფერს ხალხისთვის არ აკეთებენ“, -თქვა ვახტანგ ორჟონიამ.
ვეცდები ყველაზე უფრო პატიოსან კანდიდატს მივცე ხმა. ჯობია, ალბათ, იმ კანდიდატს მისცე ხმა, ვინც არ არის გასვრილი ამ პარტიულ ალიაქოთში, თუნდაც უცნობი რომ იყოს. ბევრი არაფრის იმედი არ მაქვს.
„მე, მაგალითად, შეგნებულად არ მივდივარ. რა აზრი აქვს იქ წასვლას? მე არანაირი ცვლილებების არ მჯერა“, - ასე ამბობს ზუგდიდში მცხოვრები რიტა ბერიშვილი.
ჯერ კიდევ აკვირდება და სასურველი კანდიდატის შერჩევის პროცესშია ზუგდიდელი ზურაბ ნორაკიძე. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ცვლილებების მოლოდინი არ აქვს, თვლის, რომ მოქალაქე ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუნდაც ყველა კანდიდატის გადახაზვამ მოუწიოს:
„ვეცდები ყველაზე უფრო პატიოსან კანდიდატს მივცე ხმა. ჯობია, ალბათ, იმ კანდიდატს მისცე ხმა, ვინც არ არის გასვრილი ამ პარტიულ ალიაქოთში, თუნდაც უცნობი რომ იყოს. ბევრი არაფრის იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ პრეზიდენტს უფლებები უმცირდება და იმაზე მეტს მაინც ვერ გააკეთებს, რასაც წინა პრეზიდენტი აკეთებდა“, - ამბობს ზურაბ ნორაკიძე.
მე ქართველი ხალხის სიბრძნე ვიცი, არასდროს შემცდარა რთულ პერიოდში და არც დღეს შეცდება. სერიოზულ ცვლილებებს ველოდები.
მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ასევე ზუგდიდში მცხოვრებ ეკა გობეჩიას. თვლის, რომ გარკვეული დადებითი ცვლილება ყველა სიახლეს მოსდევს და ასე იქნება ახალი პრეზიდენტის შემთხვევაშიც:
„მე უკეთესი მომავლის იმედით მივდივარ. ბუნებით ვარ ოპტიმისტი. მჯერა, რომ თუ ქალი პრეზიდენტი იქნება, უფრო ქალები წარმოჩინდებიან“.
„მე ქართველი ხალხის სიბრძნე ვიცი, არასდროს შემცდარა რთულ პერიოდში და არც დღეს შეცდება. სერიოზულ ცვლილებებს ველოდები. ეკონომიკაც იქნება და წინსვლაც იქნება. არჩევნებიდან ერთ თვეში იგრძნობს ქვეყანა ყველაფერს კარგს“, - თქვა ზურაბ მარღიამ.
მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - ამ შეკითხვაზე რესპონდენტების ნაწილმა პასუხის გაცემა არც ისურვა. განმარტეს, რომ არჩევნები მათთვის უკვე უინტერესო გახდა.