Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამოუკიდებლობის მარში“ გორიდან მესტიამდე


"რუსეთი ოკუპანტია", - ამ სიტყვებით აიღო სტარტი სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის „დამოუკიდებლობის მარშმა“ გორში.
"რუსეთი ოკუპანტია", - ამ სიტყვებით აიღო სტარტი სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის „დამოუკიდებლობის მარშმა“ გორში.

„გიგა არ გაჩერდე!“- ამ შეძახილით გაამხნევეს და გააცილეს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, გორელმა მხარდამჭერებმა.

"რუსეთი ოკუპანტია", - ამ სიტყვებით აიღო სტარტი სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის „დამოუკიდებლობის მარშმა“ - მსვლელობამ, რომელიც გორიდან დაიწყო და მესტიაში უნდა დასრულდეს. გიგა ამ აქცია-მსვლელობით, ისევე როგორც 2018 წლის სექტემბერში, ახლაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს.

შარშან გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე მივიდა. ამჯერად კი გიგამ 26 მაისამდე უნდა იაროს, გზაში 47 დღე გაატაროს, 50-მდე ქალაქი გაიაროს და ყველგან გააპროტესტოს ოკუპაცია. ბოლოს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში შეხვდეს. გიგამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში წინა მსვლელობების დროს ყველაზე რთული მომენტები გაიხსენა, ამჟამად 1600-მდე კილომეტრი უნდა გაიაროს, თუმცა დაბრკოლებების მიუხედავად პირობას დებს, რომ ამ მსვლელობას სვანეთში აუცილებლად დაასრულებს.

9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გორში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობა შექმნეს და სწორედ ამ მოძრაობის წევრები დახვდნენ სამოქალაქო აქტივისტს გორის მერიის წინ. ახალგაზრდებს ტრანსპარანტები ეკავათ და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

გიგა მაქარაშვილმა უნდა გაიაროს შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მიზანი - მესტიაში 26 მაისს ჩასვლაა და იმედი აქვს, რომ გზაში ხალხის მხარდაჭერა ექნება.

XS
SM
MD
LG