Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირჩი: ვინ არ უშვებს შვილებს ჯარში


პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების სიას აქვეყნებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევდათ, მაგრამ არ გაუვლიათ.

19 მარტს ორგანიზაციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა სია გამოაქვეყნა, ხოლო ორი დღით ადრე, 17 მარტს - „ქართული ოცნებისა“ .

„გირჩი“ აქვე წინასწარ უხდის ბოდიშს მათ, ვინც სიაში მოხვდა, მაგრამ გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რის შესახებაც „გირჩში“ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

პოლიტიკური გაერთიანება ასევე წინასწარ უხდის ბოდიშს იმ პირებს, რომელთაც შესაძლოა სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ამის შესახებ ასევე არ არის ცნობილი „გირჩისთვის“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება - პრეზიდენტი და მინისტრები

პრეზიდენტი და მინისტრები:

  • მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტი - 1 შვილი
  • ალექსანდრე ლომაია - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - 2 შვილი
  • დიმიტრი შაშკინი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - 1 შვილი
  • გელა ბეჟუაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი - 2 შვილი
  • კონსტანტინე კემულარია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1 შვილი
  • ალექსი ალექსიშვილი - ფინანსთა მინისტრი - 1 შვილი
  • ზურაბ ნოღაიდელი - პრემიერ-მინისტრი - 1 შვილი
  • ვალერი ჩეჩელაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - 2 შვილი
  • ვანო მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი - 1 შვილი

მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრები:

  • ნაზი არონია - 1 შვილი
  • ვან ბაიბურთი - 1 შვილი
  • მერაბ ბოცვაძე - 2 შვილი
  • გიორგი გეგელაშვილი - 1 შვილი
  • იური გოგელია - 2 შვილი
  • ზვიად გოგიტიძე - 1 შვილი
  • ვლადიმერ გუცაევი -1 შვილი
  • ალექსანდრე ზარნაძე - 1 შვილი
  • ალბეგ ზურაბიანი - 1 შვილი
  • გოჩა თევდორაძე - 1 შვილი
  • გია თორთლაძე - 1 შვილი
  • იოსებ კარდანახიშვილი - 1 შვილი
  • როლანდ კემულარია - 2 შვილი
  • რომან კობახიძე - 1 შვილი
  • იაგო კუბლაშვილი - 1 შვილი
  • ნუგზარ მგელაძე - 1 შვილი
  • ალექსანდრე მენაბდე - 1 შვილი
  • მიხეილ მენთეშაშვილი - 1 შვილი
  • ალექსანდრე მირზაშვილი - 1 შვილი
  • რევაზ მიქაძე - 1 შვილი
  • გია ნუცუბიძე - 1 სიძე
  • ვლადიმერ პაპავა - 1 შვილი
  • არნოლდ ჟვანია - 2 შვილი
  • მელიქ რაისიანი - 1 შვილი
  • ზაზა რევიშვილი - 1 გერი, 1 შვილი
  • ნოდარ საბანიძე - 2 შვილი
  • ედვარდ სურმანიძე - 1 შვილი
  • გოჩა ქურდაძე - 1 შვილი
  • ზურაბ შხვაცაბაია - 1 შვილი
  • ნიკოლოზ ჩუბინიშვილი - 1 შვილი
  • თეიმურაზ ჭეიშვილი - 3 შვილი
  • მამუკა ჭოხონელიძე - 1 შვილი
  • კობა ხაბაზი - 1 შვილი
  • თამაზ ხიდეშელი - 2 შვილი
  • მერაბ ხურციძე - 1 შვილი
  • როინ ჯანაშია - 1 შვილი
  • გრიგოლ ჯოჯუა - 1 შვილი

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრები:

  • ნუგზარ აბულაშვილი - 2 შვილი
  • ანდრო ალავიძე - 2 ძმა
  • კობა ბადაგაძე - 1 შვილი
  • ბეჟან ბუცხრიკიძე - 1 შვილი
  • ემზარ გელაშვილი - 1 შვილი
  • ანზორ ერქომაიშვილი - 1 შვილი
  • ასლან თავდგირიძე - 1 შვილი
  • კობა კურდღელაშვილი - 1 შვილი
  • ავთანდილ ლეკაშვილი - 1 შვილი
  • გელა ლონდარიძე - 2 შვილი
  • შოთა მალაშხია - 2 შვილი
  • ვახტანგ მარტოლეკი - 1 შვილი
  • ლაშა მინდელი - 1 შვილი
  • დევი ოვაშვილი - 1 შვილი
  • თამაზ პეტრიაშვილი - 1 შვილი
  • გიორგი როინიშვილი - 1 შვილი
  • მერაბ სამადაშვილი - 2 შვილი
  • აზერ სულეიმანოვი - 2 შვილი
  • გიორგი ტალახაძე - 1 შვილი
  • როლანდ ფიფია - 2 შვილი
  • სამსონ ქუთათელაძე -1 შვილი
  • გიორგი ღვინიაშვილი - 1 შვილი
  • ისვახან შამილოვი - 1 შვილიშვილი
  • გოჩა შანიძე - 2 შვილი
  • იაშა შერვაშიძე - 2 შვილი
  • გიორგი ჩივიაშვილი -1 ძმა
  • ნუგზარ წიკლაური - 1 შვილი
  • თეიმურაზ წურწუმია - 1 შვილი
  • დავით ჭავჭანიძე - 1 შვილი
  • ეკატერინე ხერხეულიძე - 2 შვილი
  • ბეჟან ხურციძე - 1 შვილიშვილი
  • ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი - 2 შვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება - პრემიერ-მინისტრები და მინისტრები

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა:

  • ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ მინისტრი - 1 შვილი
  • დავით დარახველიძე - ლტოლვილთა სამინისტრო, მინისტრი - 1 შვილი
  • ხათუნა გოგოლაძე - გარემოს დაცვის სამინისტრო, მინისტრი - 1 შვილი
  • ლევან ყიფიანი - სპორტისა და ახალგაზრდ. საქმეთა სამინისტრო, მინისტრი - 2 შვილი

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა

  • გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ მინისტრი - 1 შვილი
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტის და ახალგაზრდ. საქმეთა სამინისტრო, მინისტრი - 1 შვილი
  • გიგლა აგულაშვილი - გარემოს დაცვის სამინისტრო, მინისტრი - 1 შვილი

მამუკა ბახტაძის მთავრობა:

  • ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი - 1 შვილი
  • ირინე აბულაძე - განათლ. კულტ. სპორტ. მინისტრის მოადგილე - 1 შვილი
  • გიორგი წოწკოლაური - განათლ. კულტ. სპორტ. მინისტრის მოადგილე - 1 შვილი
  • იური ნოზაძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - 2 შვილი
  • ლელა ჩიქოვანი - თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე - 1 შვილი
  • გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე - 1 შვილი
  • რუსლან აბაშიძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი - 1 შვილი

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრები:

  • თამაზ ავდალიანი - 1 შვილი
  • ვლადიმერ აჩბა - 1 შვილი
  • ეკა ბესელია - 1 შვილი
  • აკაკი ბობოხიძე - 1 შვილი
  • ანზორ ბოლქვაძე - 2 შვილი
  • გიგა ბუკია - 1 შვილი
  • კახა ბუცხრიკიძე - 1 შვილი
  • ვალერი გელაშვილი - 1 შვილი
  • ნინო გოგუაძე - 1 შვილი
  • ბიძინა გუჯაბიძე - 2 შვილი
  • კობა დავითაშვილი - 3 შვილი
  • მახირ დარზიევი - 1 შვილი
  • დავით დარჩიაშვილი - 1 შვილი
  • მურმან დუმბაძე - 1 შვილი
  • ნოდარ ებანოიძე - 2 შვილი
  • გოჩა ენუქიძე - 1 შვილი
  • გიორგი ვოლსკი - 1 შვილი
  • ლევან თარხნიშვილი - 1 შვილი
  • მერაბ კაჭახიძე - 1 შვილი
  • ზვიად კვაჭანტირაძე - 1 შვილი
  • კარლო კოპალიანი - 2 შვილი
  • თამარ კორძაია - 2 შვილი
  • ელდარ კურტანიძე - 1 შვილი
  • ვახტანგ ლემონჯავა - 1 შვილი
  • ტარიელ ლონდარიძე - 2 შვილი
  • თემურ მაისურაძე - 1 შვილი
  • შოთა მალაშხია - 2 შვილი
  • ომარ მეგრელიძე - 1 შვილი
  • ენზელ მკოიანი - 1 შვილი
  • თეიმურაზ ნერგაძე - 1 შვილი
  • ზაზა პაპუაშვილი - 1 შვილი
  • სამველ პეტროსიანი - 1 შვილი
  • გუბაზ სანიკიძე - 1 შვილი
  • ირაკლი სესიაშვილი - 1 შვილი
  • გიორგი ღვინიაშვილი - 1 შვილი
  • შალვა შავგულიძე - 1 შვილი
  • იაშა შერვაშიძე - 2 შვილი
  • ვაჟა ჩიტაშვილი - 2 შვილი
  • თეიმურაზ ჩხაიძე - 1 შვილი
  • გიორგი ცაგარეიშვილი - 1 შვილი
  • მირიან წიკლაური - 1 შვილი
  • ნუგზარ წიკლაური - 1 შვილი
  • დავით ჭავჭანიძე - 1 შვილი
  • თეიმურაზ ჭკუასელი - 1 შვილი
  • როსტომ ხალვაში - 1 შვილი
  • ფატი ხალვაში - 1 შვილი
  • ეკატერინე ხერხეულიძე - 2 შვილი
  • ვახტანგ ხმალაძე - 1 შვილი
  • თედო ჯაფარიძე - 1 შვილი
  • იოსებ ჯაჭვლიანი - 2 შვილი

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრები:

  • ბიძინა გეგიძე - 1 შვილი
  • გელა სამხარაული - 1 შვილი
  • გია ბენაშვილი - 1 შვილი
  • გიორგი ბეგაძე - 1 შვილი
  • გიორგი კოპაძე - 1 შვილი
  • გოდერძი ჩანქსელიანი - 1 შვილი
  • გურამ მაჭარაშვილი - 1 შვილი
  • დიმიტრი მხეიძე - 1 შვილი
  • დიმიტრი სამხარაძე - 1 შვილი
  • ვიქტორ ჯაფარიძე - 1 შვილი
  • ირაკლი აბუსერიძე - 1 შვილი
  • კობა კობალაძე - 3 შვილი
  • კობა ნარჩემაშვილი - 1 შვილი
  • ლევან ბეჟანიძე - 2 შვილი
  • მარიამ ჯაში - 1 შვილი
  • ლევან კობიაშვილი - 1 შვილი
  • მიხეილ ყაველაშვილი - 1 გერი
  • მუხრან ვახტანგაძე - 1 შვილი
  • პაატა მხეიძე - 2 შვილი
  • რევაზ არველაძე - 1 შვილი
  • რომან მუჩიაშვილი - 1 შვილი
  • სამველ მანუკიანი - 1 შვილი
  • სიმონ ნოზაძე - 1 შვილი
  • აზერ სულეიმანოვი - 2 შვილი
  • ემზარ კვიციანი - 2 შვილი
  • ნატო ჩხეიძე - 2 შვილი

„გირჩის“ თანახმად, ამ სიის გამოქვეყნებით ისინი ცდილობენ იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემას უმალავენ შვილებს მაშინ, როდესაც საჯაროდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის იდეას იცავენ.

XS
SM
MD
LG