Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტი ეკლესიის კომპლექსის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონზე მეტს იხდის


ახალქალაქში, სოფლის ცენტრში მდებარე მცირე ეკლესიის გარშემო არსებული ციხე-გალავნის რეაბილიტაციისთვის კასპის რაიონის გამგეობამ 2020 წელს ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა. ორ ეტაპად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. დაგეგმილია ეკლესიის კომპლექსის აღდგენა, რელიგიური ნაგებობის ეზოში საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრის, ამფითეატრის მოწყობა.

ციხე-გალავანი, რომელიც ეკლესიას ესაზღვრება, სოფლის შუაგულში მდებარეობს და მის გარშემო ძველი, ისტორიული სახლები დგას, რომლებსაც ასევე სჭირდება რეაბილიტაცია. სოფელში, გალავნის გარშემო ისტორიულად განლაგებული იყო სახელოსნოები და დუქნები, გალავნის აღმოსავლეთისპირა მცირე მოედანი კი ბაზრობის ადგილი იყო. ახლა გალავანი დაზიანებულია, სახელოსნოები და დუქნები აღარ არსებობს, ადგილი კი, რომელიც ისტორიულად სოფლისთვის აქტიური საჯარო სივრცე იყო, უფუნქციო და გამოუყენებელია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში შემავალ სახელოვნებათმცოდნეო კვლევაშია ნათქვამი, ნაგებობა სავალალო დღეშია.


სარეაბილიტაციო არეალი ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა არტ-ვილა გარიყულასთან, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო სახელოვნებო სივრცეს წარმოადგენს.

„ციხე-გალავანს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, მთლიანად სოფლის განვთარების კუთხით. ეს იქნება კუტურული ცენტრი, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამასთან ხელი შეეწყობა ქართული ჭიდაობის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარებას“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. ამავე დოკუმენტაციით ირკვევა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გალავნის ტერიტორია დაიყოფა შემდეგ ფუნქციურ ზონებად:

  • ამფითეატრი
  • მოსასვენებელი ტერასა
  • ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი
  • საოფისე შენობა
  • ღია ფანჩატური
  • საგამოფენო პავილიონი
  • სარბენი ბილიკი
  • კიბე გალავნის აღმოსავლეთით
  • პირველი კოშკი
  • მეორე კოშკი

ეს კი საპროექტო მაკეტებია და წარმოდგენას ქმნის იმაზე, როგორი იქნება ისტორიული გალავანი და მის შიგნით არსებული მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ.

კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული პირველი ეტაპის სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „ივერთმშენი“. ისაა ერთადერთი კომპანია, რომელმაც მეორე ეტაპის სამუშაოების სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

„ივერთმშენი“ ძირითადად ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციით არის დაკავებული. სახელმწიფომ მას სხვადასხვა დროს შეუკვეთა პეტრას ციხის რეაბილიტაცია, თბილისში ოპერისა და ბალეტის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია. ფონდი ქართუს დაფინანსებით მუშაობდა აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზეც, რომელზეც ადგილობრივი მედია წერდა, რომ რეაბილიტაციის პროექტის ავტორსა და მშენებელ კომპანიას შორის არსებული დაპირისპირების გამო, დარღვევებით მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG