Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასე გაწევრების შანსი არ იქნება“ - ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე


„ასე გაწევრების შანსი არ იქნება“ - ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი
„ასე გაწევრების შანსი არ იქნება“ - ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი

„ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ იქნება“, - აცხადებს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ. იგი თბილისში იმყოფება სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ამავდროულად კი არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომელთაც „ქართული ოცნება“ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება, ჟიგის პავილიონისმა განაცხადა:

„გადახედეთ ისტორიას. ლიეტუვა 1997 წელს მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო - ბრიუსელს არ ვუსმენდით. ვამბობდით, „ოჰ, ეს ევროპელები!“ და 1997 წელს გაწევრების მოლაპარაკებებში მიიწვიეს ესტონეთი და არ მიგვიწვიეს ჩვენ… შემდეგ იყვნენ რუმინელები და ბულგარელები…

ევროკავშირის წევრები მხოლოდ საუკეთესონი ხდებიან. კონკურენციაში ხარ. ყველა ბიუროკრატი უნდა დაარწმუნო ევროკომისიაში, - ყველა ქვეყანა, ყველა თანამშრომელი, სამთავრობათაშორისო კონფერენცია. სულ ერთი მცირე რაღაცა და გარეთ რჩები!

„ქართული კოშმარი“ კი ყველაზე უარესების კატეგორიაში იბრძვის. „უნგრეთი ცდილობდა ასეთივე კანონის მიღებას“. „ყირგიზეთმა მიიღო ახლახან“. ეს მიმართულება აქვთ აღებული. ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ არსებობს. ამას მხოლოდ საუკეთესოები მოახერხებენ“.

ჟიგის პავიოლიონისთან ერთად თბილისში იმყოფებიან:

  • ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი,
  • პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი,
  • ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი,
  • გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი.

დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ. ისინი მხოლოდ კოლეგამ, პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო „ქართული ოცნების“ ოფისში.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო - მასობრივი პროტესტის, წინააღმდეგობისა და დასავლეთიდან მოწოდებების მიუხედავად, გაეწვიათ კანონი.

კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG