აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს შენობაში დევნილებისა და ახლად დანიშული სამმართველოს ხელმძღვანელის შეხვედრას ხმაური მოჰყვა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამმართველოს ახალ უფროსად გუშინ, 6 თებერვალს, დანიშნული ირაკლი ქოჩუას მისამართით განაცხადეს, რომ იგი თანამდებობაზე კონკურსის გვერდის ავლით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის, ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად დაინიშნა.
იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად სამმართველოს შენობაში ორგანიზაცია „დევნილთა საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელმა თეონა ქარდავამ ირაკლი ქოჩუას მოსთხოვა სამმართველოში მომუშავე „კორუმპირებული თანამშრომლების“ დათხოვნა, კონკურსის გამოცხადება და პოსტებზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მისაღები, ასევე დევნილი კადრების დანიშვნა.
„ზოგიერთმა დევნილმა რამდენიმე ბინა მიიღო. ეს ადამიანები, დამერწმუნეთ, არ იქნებოდნენ უბრალო ადამიანები, არამედ იქნებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები. ეს ადამიანები გარიგებაში მოდიოდნენ, თანხებს იხდიდნენ ბათუმში და ფოთში გაცემული ბინების სანაცვლოდ“, – განაცხადა თეონა ქარდავამ.
თავის მხრივ, ლტოლვილთა სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა გოჩა ელერჯიამ დევნილების ბრალდებებს ცილისწამება უწოდა.
„არსებობს დოკუმენტაცია, ბათუმში და ფოთში რომელი დევნილები როგორ და სად გადავიდნენ. მთავარია, სახელმწიფომ დაუკანონა ეს ბინები მათ. ამის შემდეგ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გაყიდეს თუ გააქირავეს ეს საცხოვრებლები, ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. წარადგინონ მტკიცებულებები, თუ აქვთ. მე სამართალდამცავ ორგანოებთან სათანამშრომლოდ მზად ვარ. ეს ცილისწამებაა. მე მივმართავ პროკურატურას, რათა დავიცვა ჩემი უფლებები“, – განაცხადა გოჩა ელერჯიამ.
აჭარისა და სამეგრელოს ლტოლვილთა სამმართველოს ახლად დანიშულმა ხელმძღვანელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ გუშინ შეხვდა დევნილთა ნაწილს, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებას მისი დანიშვნის შესახებ აპროტესტებდნენ.
„ჩვენ ვისაუბრეთ და გავარკვიეთ ყველაფერი. დანარჩენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კიდევ შევხვდები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს გამორიცხული არ არის. მაგრამ მე თანამშრომლებს გუშინ შევხვდი და გავიცანი. მოგვიანებით გადაწყდება, ვინ დარჩება, ვინ გათავისუფლდება თანამდებობიდან. მათი მხრიდან კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუ არის ასეთი მტკიცებულებები, დევნილებს შეუძლიათ პროკურატურას მიმართონ“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ირაკლი ქოჩუამ.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პრეტენზია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მისამართითაც გამოთქვეს და ის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს. დევნილების თქმით, სწორედ ამ გარიგების შედეგად დამარცხდა სამეგრელოს რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნება“ 1 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში.

ჩვენ ვისაუბრეთ და გავარკვიეთ ყველაფერი. დანარჩენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კიდევ შევხვდები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს გამორიცხული არ არის...ირაკლი ქოჩუა