ბავშვობაში მეგონა, რომ ახალი წლის ღამეს კეთილი და პუტკუნა თოვლის ბაბუ ჭკვიან ბავშვებს საახალწლო სურვილებს უსრულებდა - ნებისმიერ სურვილს, რადგან თოვლის ბაბუ ყოვლისშემძლეა. ეს ისტორია პატარებს დღესაც სჯერათ, ოღონდ სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
ალექსანდრე , გიორგი, ელისაბედი, ანა და კონსტანტინე და-ძმები არიან. მათთან თოვლის პაპა ჯერ არ მისულა და პატარები ცოტა გაბრაზებულები არიან. შესაძლოა, თოვლის ბაბუმ მათ საცხოვრებელს ვერ მიაგნო, რადგან აფხაზეთიდან დევნილმა კვარაცხელიების ოჯახმა ბინა რამდენჯერმე შეიცვალა.
ელგუჯა კვარაცხელიას მრავალშვილიანი ოჯახი ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ძველ, ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს. ამჯერად მათ დევნილის სტატუსს კიდევ ახალი შეემატა – შენობაში „უნებართვოდ შეჭრილები“.
ელგუჯა ოკუპირებული ოჩამჩირის მკვიდრია. მან 19 წლის წინ, აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, ზუგდიდში გაიცნო მომავალი მეუღლე, აფხაზეთიდან ასევე იძულებით გადმოსული ელზა. მათი შვილებიდან ყველაზე უფროსი, ალექსანდრე, მეორე კლასშია. ის სხვებზე მეტად მორიდებულია. ვცდილობ სიტყვაძუნწ პატარებს საახალწლო სურვილები ვათქმევინო - ის, რაც თოვლის პაპას მისწერეს, მაგრამ უშედეგოდ. პატარები ერთმანეთის მიყოლებით სხედან სავარძელში, ხმას არ მცემენ და დაჟინებით მათვალიერებენ.
ოთახში თბილა, პატარა ღუმელში შეშა ტკაცუნებს. ოჯახის უფროსი, ელგუჯა, საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკება. მისი მეუღლე ჩუმად ზის და უსმენს. ვატყობ, შვილების მსგავასად, მას საუბრის სურვილი არ აქვს. დღეს, ალბათ, არ დამელაპარაკება. საუბარში დროდადრო ბავშვების ბებია ერთვება.
„დედაჩემს ქათმები ჰყავს და ეს პრობლემა არ გვაქვს. ბავშვებს ქათამი და ხაჭაპურიც ექნებათ. ნამცხვარი და ასეთ ფუფუნებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. შედარება არაა, ოჩამჩირეში სულ სხვა იყო. ჩვენს ბავშვობაში უფრო მეტი გასართობი გვქონდა ბავშვებს. სად იქ და სად აქ. წუწუნი გამომივა, მაგრამ ბავშვებს კანფეტები ენატრებათ. სამუშაო რომ მქონდეს, არ ვითხოვდი სახელმწიფოსგან დახმარებას“, – გვითხრა ელგუჯამ.
კვარაცხელიების ოჯახს კოლეჯის შენობაში ყველაზე დიდი და თბილი ოთხი აქვს - ეს იმიტომ, რომ აქ დანარჩენ 28 ოჯახზე ადრე შევიდნენ, დაახლოებით ხუთი თვის წინ.
„ჩვენ თორმეტი ბინა გვაქვს შეცვლილი. ყოველთვის სხვის ოჯახში ვიყავით, უმეტესად, დაქირავებულში. ზოგჯერ უფასოდაც გვქონდა ბინა. გვითხრეს, იმიტომ არ მოგეცით ბინა, რომ შენ ოჯახში ხარ ჩაწერილიო. ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხუთი შვილი მყავს. სოციალური დაცვის სააგენტომ 1000 ქულა მოგვანიჭა, მაგრამ უნდა აგვერჩია ან სოციალური დახმარება, ან დევნილების ყოველთვიური დახმარება, და ჩვენ მეორე ავირჩიეთ“, – ამბობს ელგუჯა.
პოლიტექნიკური კოლეჯის შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან შენობა წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. დღეისათვის კორპუსში შუქი მხოლოდ კვარაცხელიების ოჯახს აქვს. ელგუჯამ ამ საკითხის მოგვარება მოახერხა, ამიტომ მეზობლები უფრო ხშირად მათ ოთახში იკრიბებიან. ასე იქნება ახალ წელსაც. სუფრა კვარაცხელიებთან გაიშლება.
„ახალ წელს რაც გვექნება, ერთად შევიკრიბებით და ერთად აღვნიშნავთ“...
„ღვინო მე მექნება, ვიღაცას არაყი, ამათ ქათამი, ხაჭაპური და ასე“...
„ისე, თუ ფული არ გაქვს, ვერაფერსაც ვერ მოახერხებ“, – გვითხრეს კვარაცხელიების მეზობლებმა.
მეზობლებში ყველაზე აქტუალური თემა პოლიტიკაა, თუმცა საუბარი ხშირად კამათში გადადის. ნაწილი თვლის, რომ ბინებით ძველი ხელისუფლება უფრო დააკმაყოფილებდა დევნილებს, ნაწილი ამას არ ეთანხმება. ელგუჯას ახალი ხელისუფლების სჯერა. მას იმედი აქვს, რომ პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს და დევნილებს ბინებით დააკმაყოფილებს. მისმა აზრმა მეზობლებში ცხარე კამათი და პოლემიკა გამოიწვია.
ამ ხმაურში პატარა ელისაბედმა, როგორც იქნა, თავისი საიდუმლო გამანდო და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა, რომ თოვლის ბაბუს ნაძვის ხის მოტანა სთხოვა.

ჩვენ თორმეტი ბინა გვაქვს შეცვლილი. ყოველთვის სხვის ოჯახში ვიყავით, უმეტესად, დაქირავებულში. ზოგჯერ უფასოდაც გვქონდა ბინა ...ელგუჯა
ოთახში თბილა, პატარა ღუმელში შეშა ტკაცუნებს. ოჯახის უფროსი, ელგუჯა, საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკება. მისი მეუღლე ჩუმად ზის და უსმენს. ვატყობ, შვილების მსგავასად, მას საუბრის სურვილი არ აქვს. დღეს, ალბათ, არ დამელაპარაკება. საუბარში დროდადრო ბავშვების ბებია ერთვება.
„დედაჩემს ქათმები ჰყავს და ეს პრობლემა არ გვაქვს. ბავშვებს ქათამი და ხაჭაპურიც ექნებათ. ნამცხვარი და ასეთ ფუფუნებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. შედარება არაა, ოჩამჩირეში სულ სხვა იყო. ჩვენს ბავშვობაში უფრო მეტი გასართობი გვქონდა ბავშვებს. სად იქ და სად აქ. წუწუნი გამომივა, მაგრამ ბავშვებს კანფეტები ენატრებათ. სამუშაო რომ მქონდეს, არ ვითხოვდი სახელმწიფოსგან დახმარებას“, – გვითხრა ელგუჯამ.
კვარაცხელიების ოჯახს კოლეჯის შენობაში ყველაზე დიდი და თბილი ოთხი აქვს - ეს იმიტომ, რომ აქ დანარჩენ 28 ოჯახზე ადრე შევიდნენ, დაახლოებით ხუთი თვის წინ.
„ჩვენ თორმეტი ბინა გვაქვს შეცვლილი. ყოველთვის სხვის ოჯახში ვიყავით, უმეტესად, დაქირავებულში. ზოგჯერ უფასოდაც გვქონდა ბინა. გვითხრეს, იმიტომ არ მოგეცით ბინა, რომ შენ ოჯახში ხარ ჩაწერილიო. ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხუთი შვილი მყავს. სოციალური დაცვის სააგენტომ 1000 ქულა მოგვანიჭა, მაგრამ უნდა აგვერჩია ან სოციალური დახმარება, ან დევნილების ყოველთვიური დახმარება, და ჩვენ მეორე ავირჩიეთ“, – ამბობს ელგუჯა.
ახალ წელს რაც გვექნება, ერთად შევიკრიბებით და ერთად აღვნიშნავთ ...