ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ გასულ კვირაში მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მოქმედება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასასჯელად, რომლებიც ბრიუსელთან დაახლოებას ცდილობენ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ფიულემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის ზეწოლას, მაგალითად, ენერგომატარებლების ფასებით მანიპულირებითა და სავაჭრო შეზღუდვების დაწესებით. ევროპარლამენტში ამ გამოსვლიდან ორ დღეში, 13 სექტემბერს, რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შტეფან ფიულესთან.
ევროკომისარ შტეფან ფიულესთან ინტერვიუ 13 სექტემბერს ერევანში ვიზიტისას ჩაწერა ჩვენი რადიოს სომხური სამსახურის დირექტორმა ჰრაირ ტამრაზიანმა. შესაბამისად, საუბრის უდიდესი ნაწილი სომხეთთან ბრიუსელის ურთიერთობას შეეხო, თუმცა არამარტო: ფიულემ ყურადღება დაუთმო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში შემავალ ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. მაგრამ სომხეთით დავიწყოთ - უწინარეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მოსკოვსა და ბრიუსელთან ურთიერთობის კუთხით გამორჩეულ ყურადღებას ამჟამად სწორედ სომხეთი იპყრობს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა 3 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ერევანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში. საბაჟო კავშირი მოსკოვის მიერ დომინირებული ბლოკია, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. მიზნად სახელდება ევრაზიის კავშირის შექმნა, რაშიც ბევრი ხედავს მოსკოვის მცდელობას, აღადგინოს ძველი გავლენა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე.
ერევნის გადაწყვეტილება, შეუერთდეს საბაჟო კავშირს, შეუძლებელს ხდის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. და ეს მაშინ, როცა ერევანი წლების მანძილზე აწარმოებდა ბრიუსელთან მოლაპარაკებას სწორედ ასოცირების შეთანხმებაზე...
ეს საკითხი წამოჭრა ჩვენმა სომეხმა კოლეგამ ევროკომისარ შტეფან ფიულესთან საუბარში: დამთავრდა თუ არა ყველაფერი სომხეთისთვის, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით?
არა, არ დამთავრებულაო, უყოყმანოდ მიუგო ევროკომისარმა. მისი თქმით, ბრიუსელში ხელი არ ჩაუქნევიათ სომხეთზე, სომეხ ხალხზე.
ფიულე აცხადებს, რომ ბრუსელს კვლავაც სურს ერევანთან ურთიერთობის გაღრმავება იმ შემთხვევაშიც, თუ სომხეთი რუსეთის მიერ დომინირებულ საბაჟო კავშირში შევა. ფიულეს თქმით, ერევანთან საუბარი გრძელდება:
„ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე დაყრდნობით, რისი შექმნაც შევძელით ამდენი წლის თანამშრომლობის შედეგად, რასაც ამ მოლაპარაკებებით მივაღწიეთ, და გავაძლიეროთ თანამშრომლობა სომხეთში რეფორმებისა და მოდერნიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში: მობილურობის, ადამიანებს შორის კონტაქტის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის კუთხით“.
შტეფან ფიულეს რწმენით, რუსეთს არ უნდა აშინებდეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა: „მე ვაცხადებ ძალიან მკაფიოდ, რომ ასოცირების შეთანხმება კარგია ჩვენი პარტნიორებისათვის და კარგია ჩვენი პარტნიორების მეზობლებისთვისაც. მკაფიოდ ვაცხადებ იმასაც, რომ ასოცირების შეთანხმება არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არსებითი და ძალიან ნათელი წვლილი მომავალში ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გადაშლილი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაში“.
ფიულესთან ინტერვიუში საუბარი შეეხო მოსკოვის სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ბრიუსელთან დაახლოებისაკენ მიისწრაფვიან - მაგალითად, რუსეთში მოლდავეთიდან ღვინის იმპორტის, უკრაინიდან შოკოლადის და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. როგორც ევროკომისარი შტეფან ფიულე აცხადებს, ევროკავშირი მზად არის მხარში ამოუდგეს ამ ქვეყნებს:
„ჩვენს პარტნიორებს დავპირდით: თუ მათზე ზეწოლა განხორციელდება იმის გამო, რომ თავისუფალი არჩევანის უფლებას იყენებენ, მათ შეუძლიათ ჩვენი სოლიდარობის იმედი იქონიონ. სოლიდარობა არ არის ლიტონი სიტყვა ევროპის კავშირში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ყოველთვის ვერთგულობთ ამ პრინციპს“.
ამავე კონტექსტში ფიულემ საქართველო ახსენა - კერძოდ, ისაუბრა ევროკავშირის მზადყოფნაზე მიმართოს ზომებს, რათა ნავარაუდევ ვადაზე ადრე გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან, ისევე როგორც მოლდავეთთან:
„თუ ვილნიუსის სამიტზე შევძლებთ მოლდავეთსა და საქართველოსთან ასოცირების ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებების პარაფირებას, ევროპის კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ სამართლებრივი მხარის მოსამზადებლად, ამ დოკუმენტების გადასათარგმნად, რათა ისინი (ასოცირების შეთანხმებები) ხელმოწერილ იქნეს ამ კომისიის მოვალეობის ვადის ამოწურვამდე“.
ვილნიუსის სამიტი ნოემბრის ბოლოს გაიმართება. რაც შეეხება ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის საქმიანობის ვადას, ის მომავალი წლის ოქტომბერში ამოიწურება.