უვიზოდ ევროპაში
28 მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან უვიზოდ გაემგზავრა უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, კონფერენციაზე - „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“. ათენის შემდეგ დელეგაცია მიემგზავრება ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში. უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეები აქტიურად აპირებენ, თუმცა, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაიზარდა არა მხოლოდ გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, არამედ ავიაბილეთების ფასებიც.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან