თბილისში, 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში, ისევ დგას გასულ ზამთარში უსახლკაროთათვის დადგმული კარავი. ამ კარავში შარშან 400-მდე ადამიანმა გამოიზამთრა. დღეს იქ კიდევ რჩება დაახლოებით 16 ადამიანი, ვინც კარავში ცხოვრებას აგრძელებს. ზამთრის დადგომასთან ერთად, სავარაუდოდ, გამოზამთრების მსურველთა რიცხვიც გაიზრდება. ქვეყანაში კი არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უსახლკაროთა ისეთი თავშესაფარი, სადაც, თუნდაც მხოლოდ ზამთრის პერიოდში, ადამიანები ღამეს გაათევდნენ. პრობლემა კი განსაკუთრებით ცივი ამინდების დადგომისთანავე იჩენს თავს. რა შეიცვლება წელს? რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ადამიანები, შარშანდლის მსგავსად, ქუჩაში არ გაიყინონ?
9 აპრილის ბაღში, ქაშვეთის ეკლესიის უკან, გრძელი, მუქი მწვანე ფერის კარავი ზამთრის შემდეგ დგას. იქ უსახლკაროები ცხოვრობენ. როგორც ერთ-ერთი იქ მცხოვრები ქალი გვეუბნება, დაახლოებით 16-ნი დარჩნენ. მათი ნაწილი დღის განმავლობაში კარავს ტოვებს და მხოლოდ ღამით ბრუნდება. ამ რეპორტაჟის მომზადებისას იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, თუმცა მათ კარვის შიგნიდან გამოგვძახეს, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ უნდოდათ. ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ და, აი, რა შეიცვალა, ისევ აქ ვცხოვრობთო, გვითხრა კარვიდან გამოსულმა გამხდარმა ქალმა და მალევე კარვის სიბნელეში გაუჩინარდა. ეს კარავი თბილისში შარშან ზამთარში გაჩნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ „კასცის“ ხელმძღვანელი მერაბ ხიდაშელი იხსენებს, მას შემდეგ, რაც ყინვამ უსახლკარო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა:
„დაახლოებით შვიდი თუ რვა თვის წინ, როცა ძალიან ციოდა, ქალაქ თბილისში გაიყინა ორი ადამიანი. ერთი იყო 45 წლის, მეორე - 78-ის. ისინი მოკვდნენ ქუჩაში“.
ყინვაში გარეთ დარჩენილი ადამიანების დახმარებისა და კარვის დადგმის იდეა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა. იდეის ევტორი ნათია ხაინდრავა იხსენებს, რომ მის სტატუსს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და კარავი გადასცეს. დახმარების გაწევის მოსურნე არაერთი სხვა ადამიანიც გამოჩნდა და საერთო ძალებით უსახლკაროები გამოაზამთრეს, თუმცა ბევრმა მათგანმა ვერც გაზაფხულზე შეძლო სადმე წასვლა:
„ისინი ისევ კარავში რჩებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ დღემდე პატრონობენ და ზამთრისთვისაც ემზადებიან“.
კარავში მისულთა ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: ზოგმა სახლი ოჯახის ავადმყოფი წევრის საშველად გაყიდა, ზოგს ვალის გამო ბანკმა გაუყიდა ქონება, ზოგი უსამსახუროდ დარჩა და ვალებში აღმოჩნდა. ყველა მათგანს მძიმე სოციალური ყოფა აერთიანებდა.
უსახლკარო ადამიანების ნაწილმა მერიის ე.წ. უფასო სასადილოებში გამოიზამთრა, სადაც მათ ცხელი ულუფა და საწოლი ელოდათ. შარშანდელმა ზამთარმა აჩვენა, რომ ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს თუნდაც დროებითი - ზაფხულამდე - თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. ასეთი თავშესაფარი, რომლის ხარჯებსაც მთლიანად სახელმწიფო დაფარავს, დღემდე არ არსებობს და ჯერჯერობით მისი შექმნა არც იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია განმარტავს, რომ სოციალური დახმარების შესახებ კანონის თანახმად, უსახლკარო ადამიანების აღრიცხვა და მათთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ევალება, თუმცა რას ნიშნავს და ვინ მიიჩნევა უსახლკაროდ, დღემდე დავის საგანია. გია კაკაჩიას მოჰყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაგალითი, რომელთა უმრავლესობა ამბობს, რომ საჯარო რეესტრში მათ სახელზე არავითარი ქონება არ აღირიცხება. თუ ამ გზით წავალთ, ამბობს გია კაკაჩია, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტის სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირებული არ არის და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა უსახლკაროდ მივიჩნიოთ:
„ვლაპარაკობთ სადღაც 142 000 ოჯახზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ან ქირით (და ამ ქიირასაც ვეღარ იხდის), ან ნათესავთან, ან ისეთ პირობებში, რომელსაც რამდენად შეიძლება ეწოდოს საცხოვრისი, ძნელი სათქმელია. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ყველა ეს კატეგორია ბინით უნდა უზრუნველვყოთ, ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს“.
გია კაკაჩიას თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, თბილისის მერიამ რამდენიმე სოციალური სახლი ააშენა, თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს:
„აქცენტი გაკეთდა ყველაზე მძიმე კატეგორიის ადამიანებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელშიც უნდა ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი... ღატაკი, ხანდაზმული, ინვალიდი უნდა ყოფილიყო ამ ერთ ოჯახში. თბილისში განხორციელდა სამი პროექტი - სულ 80-მდე ბინა. ორი შენობა უკვე განაწილდა და მესამე ნაწილდება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის“.
ვინ ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვისაც არც სადმე წასასვლელი აქვს და არც რაიმე შემოსავალი და წლებია ქუჩაში ცხოვრობს? ამ კატეგორიის ნაწილმა შარშან მერიის მიერ გახსნილ უფასო სასადილოებში, დროებით თავშესაფრებში გამოიზამთრა. გია კაკაჩია აცხადებს, ასეთი ადამიანების რიცხვი არც ისე ბევრია და მათ ჯერჯერობით არასამთავრობო სექტორის რესურსიც ჰყოფნისო, თუმცა ასეა ეს თუ არა, ამას მომავალი ზამთარი გამოაჩენს.
მარინა ბერშუკოვა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უსახლკარო ადამიანებს უანგაროდ ეხმარება - ისინი სახლში მიჰყავს და უვლის; რაც აქვს, მათაც უნაწილებს. დღის განმავლობაში უამრავი საქმე აქვს:
„ზოგი ქუჩიდან წამოვიყვანე, ზოგი მიწისქვეშა გადასასვლელიდან. მათაც ჩვეულებრივი ოჯახები ჰქონდათ და ყველაფერი დაკარგეს. ფულის უქონლობის გამო ახლა ჩემთან არიან, ქირას ვეღარ ვუხდი...დილით ადრე ვდგები, რომ ბაღი მოვრწყა; მერე ფაფა უნდა გავაკეთო, რომ ესენი დავაპურო; მერე საქმეს ვიწყებთ - მოსავალი უნდა დავაბინაო. ზამთარი მოდის და თუ კამპოტები არ გავაკეთე, ტყემალი, რამე, ვერ გადავიტანთ ისე ზამთარს. ხან სანთლებს ვაკეთებთ და ეკლესიაში ვაბარებთ, ხან „კერხერის“ დანადგარი მაქვს და თუ მოთხოვნა არის, ვინმეს სახლს ვულაგებ, რომ რაღაც შემოსავალი დაგროვდეს“.
მაგრამ მისი კუთვნილი სახლი ყველას აღარ ჰყოფნის. ერთი, რასაც მარინა ბერშუკოვა ითხოვს, რაიმე ფართის გამოყოფაა, რომ ქუჩიდან მოყვანილი ადამიანები გადაანაწილოს.
ჟანაც მარინასთან ცხოვრობს. ადრე ის სამრეცხაოში მუშაობდა. მარინამ თითქმის დაუძლურებული მიიყვანა სახლში. ჟანა ამბობს, რომ ჯერ შვილი დაეღუპა, მერე მასაც სიკვდილი უნდოდა - მატარებელს ჩავუვარდი, მაგრამ არ მოვკვდი და, საბოლოოდ, ქუჩაში დავრჩიო.
უსახლკაროთათვის თავშესაფრის ტიპის ჰოსტელის გაკეთების იდეა მერაბ ხიდაშელს ეკუთვნის. ის უკვე მეცამეტე წელია ფონდ „კასცს“ ხელმძღვანელობს, ეს ორგანიზიაცია კი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ, მრავალგზისი მცდელობისა და თხოვნის შედეგად, ეკონომიკის სამინისტრომ ორგანიზაციას გლდანში, მეტროს ახლოს, 800 კვ მეტრი ფართის შენობა გადასცა. უფრო ზუსტად, იქ ნახევრად ჩამონგრეული კედლებია, მაგრამ ფართის არსებობა უკვე დასაწყისია, ამბობს მერაბ ხიდაშელი, რომლის კონცეფციის ძირითადი შინაარსი ასეთია:
„ვფიქრობთ, რომ ეს შენობა გათვლილი იქნება 150 კაცზე. საღამოს რვა საათიდან ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შემოსვლა - მარტო უსახლკაროებს არა, ყველას, ვისაც თუნდაც რაღაც შემთხვევის გამო ღამის გასათევი არ ექნება. დახვდებათ სუფთა ლოგინი, საჭმელი, ტანსაცმელი, აბანო. ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ოღონდ დილის ათ საათზე უნდა გაათავისუფლონ თავშესაფარი და გავიდნენ, რომ იქაურობა დასუფთავდეს და მომზადდეს შემდეგი ნაკადისათვის. ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე შეიძლება მოვიდეს. ასევე ვგეგმავთ, რომ მოსამსახურე პერსონალის ნაწილს ისევ ასეთი ადამიანებისგან დავაკომპლექტებთ, რომ მათ საქმეც ჰქონდეთ და ამაში ხელფასი აიღონ. ასევე ვგეგმავთ ქუჩის ბავშვების კუთხის გაკეთებასაც ამავე თავშესაფარში. გვინდა, რომ ღამის სკოლა გაკეთდეს, გვეყოლება ექიმიც და ა.შ. საკმაოდ დიდი რამეა და ძალიან გვჭირდება დახმარება“.
ამ ჰოსტელის შესანახად სახელმწიფოს ყოველწლიურად მინიმუმ მილიონ-ნახევარი ლარი დასჭირდება. მერაბ ხიდაშელი ამბობს, რომ თუ ეს თავშესაფარი ამოქმედდება, ქუჩაში ადამიანები ღამეს აღარ გაათევენ:
„მაგრამ თუ შენობის ფუნქციონირება თავის თავზე არ აიღო რომელიმე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ეს, მერია თუ სხვა, მაშინ ეს განწირული იდეაა. თუ დაგვეხმარებიან, მე ვამბობ, რომ ამ შენობის ამოქმედების შემდეგ არც ერთი ადამიანი თბილისში ღამეს ქუჩაში არ გაათევს“.
9 აპრილის ბაღში, ქაშვეთის ეკლესიის უკან, გრძელი, მუქი მწვანე ფერის კარავი ზამთრის შემდეგ დგას. იქ უსახლკაროები ცხოვრობენ. როგორც ერთ-ერთი იქ მცხოვრები ქალი გვეუბნება, დაახლოებით 16-ნი დარჩნენ. მათი ნაწილი დღის განმავლობაში კარავს ტოვებს და მხოლოდ ღამით ბრუნდება. ამ რეპორტაჟის მომზადებისას იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, თუმცა მათ კარვის შიგნიდან გამოგვძახეს, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ უნდოდათ. ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ და, აი, რა შეიცვალა, ისევ აქ ვცხოვრობთო, გვითხრა კარვიდან გამოსულმა გამხდარმა ქალმა და მალევე კარვის სიბნელეში გაუჩინარდა. ეს კარავი თბილისში შარშან ზამთარში გაჩნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ „კასცის“ ხელმძღვანელი მერაბ ხიდაშელი იხსენებს, მას შემდეგ, რაც ყინვამ უსახლკარო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა:
„დაახლოებით შვიდი თუ რვა თვის წინ, როცა ძალიან ციოდა, ქალაქ თბილისში გაიყინა ორი ადამიანი. ერთი იყო 45 წლის, მეორე - 78-ის. ისინი მოკვდნენ ქუჩაში“.
ყინვაში გარეთ დარჩენილი ადამიანების დახმარებისა და კარვის დადგმის იდეა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა. იდეის ევტორი ნათია ხაინდრავა იხსენებს, რომ მის სტატუსს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და კარავი გადასცეს. დახმარების გაწევის მოსურნე არაერთი სხვა ადამიანიც გამოჩნდა და საერთო ძალებით უსახლკაროები გამოაზამთრეს, თუმცა ბევრმა მათგანმა ვერც გაზაფხულზე შეძლო სადმე წასვლა:
„ისინი ისევ კარავში რჩებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ დღემდე პატრონობენ და ზამთრისთვისაც ემზადებიან“.
ვლაპარაკობთ სადღაც 142 000 ოჯახზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ან ქირით (და ამ ქიირასაც ვეღარ იხდის), ან ნათესავთან, ან ისეთ პირობებში, რომელსაც რამდენად შეიძლება ეწოდოს საცხოვრისი, ძნელი სათქმელია...გია კაკაჩია
უსახლკარო ადამიანების ნაწილმა მერიის ე.წ. უფასო სასადილოებში გამოიზამთრა, სადაც მათ ცხელი ულუფა და საწოლი ელოდათ. შარშანდელმა ზამთარმა აჩვენა, რომ ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს თუნდაც დროებითი - ზაფხულამდე - თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. ასეთი თავშესაფარი, რომლის ხარჯებსაც მთლიანად სახელმწიფო დაფარავს, დღემდე არ არსებობს და ჯერჯერობით მისი შექმნა არც იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია განმარტავს, რომ სოციალური დახმარების შესახებ კანონის თანახმად, უსახლკარო ადამიანების აღრიცხვა და მათთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ევალება, თუმცა რას ნიშნავს და ვინ მიიჩნევა უსახლკაროდ, დღემდე დავის საგანია. გია კაკაჩიას მოჰყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაგალითი, რომელთა უმრავლესობა ამბობს, რომ საჯარო რეესტრში მათ სახელზე არავითარი ქონება არ აღირიცხება. თუ ამ გზით წავალთ, ამბობს გია კაკაჩია, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტის სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირებული არ არის და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა უსახლკაროდ მივიჩნიოთ:
„ვლაპარაკობთ სადღაც 142 000 ოჯახზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ან ქირით (და ამ ქიირასაც ვეღარ იხდის), ან ნათესავთან, ან ისეთ პირობებში, რომელსაც რამდენად შეიძლება ეწოდოს საცხოვრისი, ძნელი სათქმელია. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ყველა ეს კატეგორია ბინით უნდა უზრუნველვყოთ, ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს“.
გია კაკაჩიას თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, თბილისის მერიამ რამდენიმე სოციალური სახლი ააშენა, თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს:
„აქცენტი გაკეთდა ყველაზე მძიმე კატეგორიის ადამიანებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელშიც უნდა ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი... ღატაკი, ხანდაზმული, ინვალიდი უნდა ყოფილიყო ამ ერთ ოჯახში. თბილისში განხორციელდა სამი პროექტი - სულ 80-მდე ბინა. ორი შენობა უკვე განაწილდა და მესამე ნაწილდება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის“.
ვინ ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვისაც არც სადმე წასასვლელი აქვს და არც რაიმე შემოსავალი და წლებია ქუჩაში ცხოვრობს? ამ კატეგორიის ნაწილმა შარშან მერიის მიერ გახსნილ უფასო სასადილოებში, დროებით თავშესაფრებში გამოიზამთრა. გია კაკაჩია აცხადებს, ასეთი ადამიანების რიცხვი არც ისე ბევრია და მათ ჯერჯერობით არასამთავრობო სექტორის რესურსიც ჰყოფნისო, თუმცა ასეა ეს თუ არა, ამას მომავალი ზამთარი გამოაჩენს.
მარინა ბერშუკოვა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უსახლკარო ადამიანებს უანგაროდ ეხმარება - ისინი სახლში მიჰყავს და უვლის; რაც აქვს, მათაც უნაწილებს. დღის განმავლობაში უამრავი საქმე აქვს:
„ზოგი ქუჩიდან წამოვიყვანე, ზოგი მიწისქვეშა გადასასვლელიდან. მათაც ჩვეულებრივი ოჯახები ჰქონდათ და ყველაფერი დაკარგეს. ფულის უქონლობის გამო ახლა ჩემთან არიან, ქირას ვეღარ ვუხდი...დილით ადრე ვდგები, რომ ბაღი მოვრწყა; მერე ფაფა უნდა გავაკეთო, რომ ესენი დავაპურო; მერე საქმეს ვიწყებთ - მოსავალი უნდა დავაბინაო. ზამთარი მოდის და თუ კამპოტები არ გავაკეთე, ტყემალი, რამე, ვერ გადავიტანთ ისე ზამთარს. ხან სანთლებს ვაკეთებთ და ეკლესიაში ვაბარებთ, ხან „კერხერის“ დანადგარი მაქვს და თუ მოთხოვნა არის, ვინმეს სახლს ვულაგებ, რომ რაღაც შემოსავალი დაგროვდეს“.
ვფიქრობთ, რომ ეს შენობა გათვლილი იქნება 150 კაცზე. საღამოს რვა საათიდან ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შემოსვლა - მარტო უსახლკაროებს არა, ყველას, ვისაც თუნდაც რაღაც შემთხვევის გამო ღამის გასათევი არ ექნება. დახვდებათ სუფთა ლოგინი, საჭმელი, ტანსაცმელი, აბანო. ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ოღონდ დილის ათ საათზე უნდა გაათავისუფლონ თავშესაფარი და გავიდნენ, რომ იქაურობა დასუფთავდეს და მომზადდეს შემდეგი ნაკადისათვის...მერაბ ხიდაშელი