შვიდთვიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა 2016 წელს არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ. საჯარო სხდომას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ პარლამენტს მოუწოდებენ, ავტონომიის მთავრობაზე კონტროლი გააძლიეროს და საკანონმდებლო საქმიანობა გაააქტიუროს.