უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. დემონსტრანტებით სავსე მოედნებმა კი ბევრს გაახსენა უკრაინა 2004 წელს - ნარინჯისფერ რევოლუციად წოდებული მოვლენები. მოელის თუ არა ამ ქვეყანას მორიგი ნარინჯისფერი რევოლუცია?
უკრაინა კვირას მოიცვა აქციებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის გასაპროტესტებლად. ხელმოწერა, როგორც ცნობილია, მოსალოდნელი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბერს, მაგრამ ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობა აღარ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.
ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების ნაწილი არც ღამით დაშლილა - ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე დაბანაკდა და გასათბობად კოცონები დაანთო. აქციის მონაწილეებს შორის არის პეტრო ლიუტკო, რომელიც ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად არ შეწყვეტს პროტესტს ვილნიუსის სამიტის დასრულებამდე - „29 ნოემბრამდე, სანამ ვილნიუსში უკრაინის ბედი გადაწყდება. მანამდე აქ დავრჩები, რადგან სხვა გზა არ არის. უნდა ვიბრძოლოთ ევროპული ფასეულობებისათვის, ჩემი შვილიშვილების მომავლისათვის“.
უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ბევრს აგონებს 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციას - მასობრივ დემონსტრაციებს, რომელთა შედეგადაც ხელისუფლების სათავეში მოექცა დასავლური კურსის მომხრე პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო.
თუმცა ექსპერტები მოსალოდნელად არ მიიჩნევენ ნარინჯისფერი რევოლუციის გამეორებას.
„ნარინჯისფერი რევოლუცია ახლა შეუძლებელია. არ არიან პოლიტიკოსები, რომელთა გამოც ხალხი მზად იქნებოდა დღეები, კვირები გაატაროს მოედანზე და ქუჩებში. ძველი ლიდერებით უკრაინა ვეღარსად წავა. გარდა ვიტალი კლიჩკოსა და იულია ტიმოშენკოსი, რომელიც ციხეშია და ვშიშობ, დიდი ხნით არის ჩამოცილებული პოლიტიკურ ბრძოლას, ადეკვატური პოლიტიკოსი უკრაინაში ძალიან ცოტაა“, - ასეთ შეფასებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტი ნატალია ლიხაჩოვა.
ნარინჯისფერი რევოლუციისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი საპროტესტო აქციები ორად არის გაყოფილი: ერთს მართავენ პოლიტიკური პარტიები, მეორეს - ახალგაზრდა, პოლიტიკურად დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ინსპირირებული არიან მოძრაობით „დაიკავე“.
ნარინჯისფერი რევოლუციის აქტიური მონაწილე, პარლამენტის წევრი ნიკოლაი ტომენკო იხსენებს, როგორ გააერთიანა უკრაინელები 2004 წელს გაყალბებულად მიჩნეული საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეულმა პროტესტმა. ამჟამინდელი გამოსვლები, მისი აზრით, არ ასახავს უკრაინელების განწყობას: „საპროტესტო აქციები შეიძლება გაგრძელდეს, როგორც პოლიტიკური ძალების, როგორც ოპოზიციის პროტესტი, მაგრამ არა როგორც საზოგადოების პროტესტი - ყოველ შემთხვევაში, არა როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისა. ამჟამინდელი ვითარება დიდად განსხვავდება საპროტესტო გამოსვლების უფრო მცირე მასშტაბით, რეგიონებისა და სოციალური ჯგუფების ნაკლები ჩართულობით“.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა უმრავლესობა დიდი არ არის. ნარინჯისფერი რევოლუციის მომდევნო პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ, ნაკლები უკრაინელი ჩანს მზად რადიკალური პოლიტიკური ცვლილებისათვის.
ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა არ დაუშვებს ახალ ნარინჯისფერ რევოლუციას: „ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ ასეთ აქციებს აფინანსებენ. თუ ეს ყველაფერი კანონმდებლობის ჩარჩოებში კეთდება - კეთილი. თუ ეს ყველაფერი კანონის დარღვევით ხდება, მაშინ მთავრობა, რასაკვირველია, არ მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2004 წელს, როცა ჩვენს თვალწინ, ძალიან წყნარად ხორციელდებოდა კანონიერი მთავრობის დამხობის ტექნოლოგია და აქ ჩვენ სათანადო სიმკაცრეს გამოვიჩენთ“.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა კვირას, რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში.
უკრაინა კვირას მოიცვა აქციებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის გასაპროტესტებლად. ხელმოწერა, როგორც ცნობილია, მოსალოდნელი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბერს, მაგრამ ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობა აღარ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.
ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების ნაწილი არც ღამით დაშლილა - ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე დაბანაკდა და გასათბობად კოცონები დაანთო. აქციის მონაწილეებს შორის არის პეტრო ლიუტკო, რომელიც ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად არ შეწყვეტს პროტესტს ვილნიუსის სამიტის დასრულებამდე - „29 ნოემბრამდე, სანამ ვილნიუსში უკრაინის ბედი გადაწყდება. მანამდე აქ დავრჩები, რადგან სხვა გზა არ არის. უნდა ვიბრძოლოთ ევროპული ფასეულობებისათვის, ჩემი შვილიშვილების მომავლისათვის“.
ნარინჯისფერი რევოლუცია ახლა შეუძლებელია. არ არიან პოლიტიკოსები, რომელთა გამოც ხალხი მზად იქნებოდა დღეები, კვირები გაატაროს მოედანზე და ქუჩებში. ძველი ლიდერებით უკრაინა ვეღარსად წავა...ნატალია ლიხაჩოვა
თუმცა ექსპერტები მოსალოდნელად არ მიიჩნევენ ნარინჯისფერი რევოლუციის გამეორებას.
„ნარინჯისფერი რევოლუცია ახლა შეუძლებელია. არ არიან პოლიტიკოსები, რომელთა გამოც ხალხი მზად იქნებოდა დღეები, კვირები გაატაროს მოედანზე და ქუჩებში. ძველი ლიდერებით უკრაინა ვეღარსად წავა. გარდა ვიტალი კლიჩკოსა და იულია ტიმოშენკოსი, რომელიც ციხეშია და ვშიშობ, დიდი ხნით არის ჩამოცილებული პოლიტიკურ ბრძოლას, ადეკვატური პოლიტიკოსი უკრაინაში ძალიან ცოტაა“, - ასეთ შეფასებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტი ნატალია ლიხაჩოვა.
საპროტესტო აქციები შეიძლება გაგრძელდეს, როგორც პოლიტიკური ძალების, როგორც ოპოზიციის პროტესტი, მაგრამ არა როგორც საზოგადოების პროტესტი - ყოველ შემთხვევაში, არა როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისა. ამჟამინდელი ვითარება დიდად განსხვავდება საპროტესტო გამოსვლების უფრო მცირე მასშტაბით...ნიკოლაი ტომენკო