ეკა ფხოველიშვილი ვარშავის უნივერსიტეტშია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, გაცვლით სემესტრში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „უხილავი ფარდის“ წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობაზე, როგორც საგანზე, სწავლაზე ვარშავაში, ისტორიული წყაროების სანდოობაზე. მისი რწმენით, ისტორიკოსისთვის „სიმართლის თქმა სამშობლოს უპირველესი სამსახურია".